FM97.5 / LIVE

სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2019
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კომპანია „ნიალას" ხელმძღვანელობას, რომელიც ვარძიის მოპირდაპირე მხარეს მიწისქვეშა სასტუმროს უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის ადგილზე მიწის საფარის მოწესრიგებას და მანამდე არსებულ ლანდშაფტთან მიახლოებას სთხოვს. კომპანიის ერთ–ერთი მფლობელი კი ამბობს, რომ ამის ვალდებულება არ აქვს.

სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს

ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირედ, 120 ადგილიან მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ აპრილში შეაჩერა.

ტერიტორიის მფლობელები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე და ბორჯომის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძე არიან.

სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანია „ნიალა“ ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შემდეგ, ტერიტორია მოაწესრიგოს და ეცადოს პირვანდელი სახე დაუბრუნოს: „ადგილი გაველურებულია, საშინლად არის დატოვებული. რაც ააშენა ის უნდა მოანგრიოს და მიწის ნაშალი, რაც ტექნიკით გამოიღეს, გადაასწოროს. შეძლების მიხედვით, მანამდე არსებულ ლანდშაფტს უნდა მიუსადაგოს“.

კომპანია „ნიალას“ ერთ-ერთი მფლობელი ემზარ ასპანიძე ამბობს, რომ მის ტერიტორიაზე არაფრის შეცვლას აპირებს, ვარძიის გენგეგმის მომზადების შემდეგ კი სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს: „ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე რა უნდა გავაკეთო, ამას ვალდებულებაში ვერ ჩამიდებენ. ასეთი ვალდებულების შესახებ არავითარი შეტყობინება არ მომსვლია და კიდევაც რომ მომივიდეს, მე ვაპირებ პროექტის გაგრძელებას“.

მისივე თქმით, ტერიტორიის პირველ მდგომარეობაზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან აშენებული კედლის დემონტაჟი სხვა პრობლემებს გამოიწვევს.

„მე რომ ტერიტორიის პირველ სახის დაბრუნება დავიწყო, იქ არსებული საავტომობილო გზა ჩამოიშლება, თუ თვითონ აიღებენ პასუხისმგებლობას და სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას არ მომთხოვენ, მაშინ კი ბატონო, პრობლემა არ არის“, - ამბობს ემზარ ასპანიძე.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სივრცის დაგეგმარებისა და მართვის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, დოკუმენტის მომზადებამდე კი ისტორიული კომპლექსის მიმდებარედ სამშენებლო ნებართვებს არ გასცემენ: „ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელზეც მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მათ შორის იუნესკოს ექსპერტების ჩართულობით. დოკუმენტის მომზადებაში ასევე გვეხმარება ამერიკის განვითარების სააგენტო“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ამავე თემაზე:


ვარძიის პირდაპირ კომპანია 'ნიალა' მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა - ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’ – ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს