FM97.5 / LIVE

შპს 'მარაბდა-კარწახის რკინიგზასა' და ა(ა) იპ 'სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს' შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი ®

მთავარისიახლე, რეკლამა 23.05.2019
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლება დუალური საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს.

შპს 'მარაბდა-კარწახის რკინიგზასა'  და ა(ა) იპ 'სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს'  შორის  ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი ®

'ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის კურსდამთავრებულები შეძლებენ თეორიული ცოდნა გაამყარონ პრაქტიულ საქმიანობაში. პრაქტიკული გამოცდილება კი მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტულ გარემოში სამუშაოდ', - განაცხადა შპს 'მარაბდა-კარწახის რკინიგზის' წარმოადგენელმა.

'სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის' ხელმძღვანელი მანანა მოისწრაფიშვილი მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო და სასერთიფიკატო პროგრამების გავლის შემდეგ, რასაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს, კომპანიას პროფესიული კადრებით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სს 'საქართველოს რკინიგზის', საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ 'საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის' მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაფუძნდა.
კოლეჯის მიზანია, სარკინიგზო სპეციალობების პოპულარიზაცია და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპაანიის - 'საქართველოს რკინიგზისთვის' პროფესიონალი კადრების მომზადება. თავის მხრივ, 'საქართველოს რკინიგზა' სრულად არის ჩართული პროფესიული პროგრამების მომზადება/გადამუშავებაში, სათანადო ინვენტარისა და აღჭურვილობების, თანამედროვე სიმულატორების, სასწავლო და საგამოცდო მასალების შეძენასა და პროფესიულ მასწავლებელთა გადამზადების საკითხებსა და სხვა აქტივობაში.


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას გამოფენაში მიიღებს [R]


საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში [R]
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პირველი სტუდენტები [R]
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ®
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს [R]
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა ®
საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა [R]