FM97.5 / LIVE

აბასთუმანში მცხოვრებ ყვირილიანებს ჩამოშლილი კლდე სახლს უნგრევს

მთავარისაზოგადოება 05.09.2013
დაბა აბასთუმანში მცხოვრებ ყვირილიანების ოჯახს ეზოში ჩამოშლილი კლდისგან სახლი ენგრევა. სამი წელია სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვს, თუმცა, უშედეგოდ

აბასთუმანში მცხოვრებ ყვირილიანებს ჩამოშლილი კლდე სახლს უნგრევს
73 წლის თინათინ ყვირილიანი დაბა აბასთუმანში, რუსთაველის #68-ში, შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი კლდესთან დგას და ეზოში ყოველდღე ჩამოშლილი კლდის ლოდები ცვივა.

„ერთი მეტრის სიმაღლეზეა მოწოლილი კლდის ნაშალი. ერთ დღეს შეიძლება კედელი დამინგრიოს ლოდებმა. სახლში ისეთი სინესტეა, იატაკი დალპა და სოკოები ამოვიდა, ზამთარში კედელი ყინულებით იფარება. ვითხოვ დაგვეხმაროს ვინმე, სანამ სავალალო შედეგებს არ გამოიწვევს“, - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ყვირილიანმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას პირველად სამი წლის წინ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სამი წლის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებაში გამუდმებული სიარულის შედეგად, მიიღო წერილობითი პასუხი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა არ აქვთ.

„იმდენი ვიარე პასუხის ღირსი მაინც გამხადეთ-თქო, რომ სამი წლის შემდეგ მომწერეს, ახლა თანხა არ გვაქვს და როცა საშუალება გვექნება დაგეხმარებითო. ვიღაცამ მოგვხედოს ხომ შეიძლება?! თუ ფიქრობენ, რომ მოხუცია, მალე მოკვდება და დახმარება აღარ დასჭირდებაო“, - ამბობს თინა ყვირილიანი.

ყვირილიანების გარდა, მსგავსი პრობლემის წინაშე ამავე ქუჩაზე კიდევ სამი ოჯახი იყო, თუმცა, მათ კლდის შესაჩერებლად ბეტონის კედელი ჩაასხეს. ყვირილიანებს კი ამის საშუალება არ აქვთ.

კითხვაზე - რატომ ვერ შეძლეს აქამდე აღნიშნული ოჯახის დახმარება , ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელს არსენ ბალახაშვილს პასუხის გაცემა უჭირს. (შეგახსენებთ, იგი მოვალეობის შემსრულებლად 2 სექტემბერს დაინიშა, 2008 წლიდან ამ დრომდე კი გამგებლის პირველი მოადგილე იყო).

„ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს ხვალვე გავუშვებ, ჩამაყენებენ საქმის კურსში, ამის შემდეგ გადავხედავ ბიუჯეტს და გადავწყვეტთ რა დახმარების გაწევა შეგვიძლია“, - გვარწმუნებს იგი.

აბასთუმანში მცხოვრებ ყვირილიანებს ჩამოშლილი კლდე სახლს უნგრევს

[თინათინ ზაზაძე, აბასთუმანი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]
ოჯახმა, რომელშიც სამი შშმ პირი ცხოვრობს, სამწლიანი ლოდინის შემდეგ დახმარება მიიღო
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
კურორტ აბასთუმანში დამწვარ სახლს ნაწილობრივ შეაკეთებენ
კურორტ აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედი  გაურკვეველია
აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]