FM97.5 / LIVE

ბოლო ზარზე ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.05.2019
ახალციხის მეხუთე სკოლის მოსწავლე, რომელიც სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ, დღეს 21 მაისს დატოვებს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ზარზე ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
დაშავებულ მოზარდს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

„სტაბილური მდგომარეობაა ახლა. კლინიკაში რჩება, მაგრამ არაფერია მნიშვნელოვანი. იყო პატარ-პატარა ცვლილებები, რომლებსაც გამოვიკვლევთ. თუ მდგომარეობა არ შეიცავალა დღეს გავწერთ“, - აცხადებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 20 მაისს, ახალციხეში „ბოლო ზარი“ ორი ავარიით დასრულდა. ერთი ავარია ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევთან, მეორე კი ახალციხეში, მუგარეთთან მოხდა. შემთხვევის შედეგად პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები დაშავდნენ.

ქვაბისხევთან დაშავებული მოსწავლე საავადმყოფოდან მიყვანიდან მალევე გაწერეს, მას მუცლის არეში ნაკაწრები და მხრის დაჟეჟილობა აქვს.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 ‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ
ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე