FM97.5 / LIVE

რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2019
ახალციხეში, სასპორტო სკოლასთან არსებული შენობის დემონტაჟის საკითხი, რომელზეც მერი საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს, უკვე მეორე სხდომაა განსახილველი რჩება. 26 მარტს დეპუტატთა ნაწილი მერს დაუპირისპირდა, 15 მაისის სხდომა კი ჩაიშალა. გაურკვეველია ისიც, თუ ვინ ააშენებს დანგრეული შენობის ადგილას ქალაქის პირველ საცურაო აუზს.

რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
საქვაბის ყოფილი შენობა

ჩაშლილი სხდომა და ამოღებული საკითხი


15 მაისის სხდომის დღის წესრიგი, ერთი დღით ადრე მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, მასში თერთმეტი საკითხი შედიოდა. ერთ-ერთი კი ასპინძის ქუჩაზე ყოფილი საქვაბის დემონტაჟს შეეხებოდა.

სხდომის დაწყებისას, საკრებულოს აპარატმა განსახილველად რვა საკითხისგან შემდგარი დღის წესრიგი გამოიტანა. თითოეულ საკითხს თან კონკრეტული აღწერილობა, განმარტებითი ბარათები და დამატებითი ინფორმაცია ახლდა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე მომზადებული, ერთ ფაილში მოქცეული დამატებითი მასალები, სხდომის დარბაზშივე გადაეცა „სამხრეთის კარიბჭეს“.

მათ შორის, შემდეგი დოკუმენტები:

რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
-ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის მომართვა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ, „ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 62.09.54.718) არსებული ობიექტის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;

-„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, „ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 62.09.54.718) არსებული ობიექტის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;

სხდომის ჩაშლისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ 15 მაისს დაწერა. სადაც ბოლო, მერვე საკითხი სწორედ „ქ. ახალციხე, ასპინძის ქუჩა N 44 მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 62.09.54.718) არსებული ობიექტის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ იყო.რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ სხდომაზე ნამდვილად რვა საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა მათში არ შედიოდა ასპინძის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი. კითხვაზე, მაშინ რატომ იყო ამ საკითხის შესახებ არსებული დოკუმენტაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ჩამონათვალში, საკრებულოში ამბობენ, რომ არ იციან. „ეს არის თქვენი შედგენილი დღის წესრიგი. თქვენ სხვა საკითხი ამოიღეთ და ეს ჩასვით. თქვენი შეცდომაა და საიტზე რომ გიწერიათ უნდა წაშალოთ ეს საკითხი“, - ამბობს, ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე.

კითხვაზე, დღის წესრიგი „სამხრეთის კარიბჭეს“ რომ შეედგინა, შესაბამისი განმარტებითი ბარათები საიდან ექნებოდა, აპარატში პასუხი არ აქვთ.

15 მაისს საკრებულოში 33 დეპუტატიდან მხოლოდ 12 გამოცხადდა. ქვორუმი არ შედგა, რადგან სხდომის ჩატარებას სულ მცირე 17 დეპუტატი სჭირდება და სხდომა ჩაიშალა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი ბებიაშვილი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა, - „ფაქტია, რომ სხდომა რატომღაც ჩაიშალა და ამდენი დეპუტატი არ ესწრებოდა. რატომ ჩაიშალა სხდომა ეს არის ის კითხვა, რომელზეც საკრებულომ უნდა გასცეს პასუხი“.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა დღის წესრიგია, რომელიც თავდაპირველად სხვა რედაქციით გამოქვეყნდა, სხდომაზე კი შემცირებული რაოდენობა გაიტანეს. „აქ კიდევ დიდი პრობლემაა, რომ შეცვლილია დღის წესრიგი. ჯერ 11 საკითხი იყო გამოქვეყნებული და მერე რვა უნდა განეხილათ. არადა, დღის წესრიგი უნდა გამოექვეყნებინათ ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ“.

დაპირისპირება კომპლექსის ირგვლივ


იმ ტერიტორიაზე, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, საქვაბის ყოფილი მცირე შენობა დგას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გასულ წლებში, ამ შენობაში ახალციხის სასპორტო სკოლის გათბობისათვის საჭირო დანადგარები იდგა. ახლა შენობა დაკეტილია.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, კომპლექსი ყოფილი საქვაბის მიმდებარედ განთავსდება, თუმცა ამ შენობის დემონტაჟი საჭიროა, რადგან იგი უკვე უფუნქციოა.

შენობის დემონტაჟზე თანხმობას ახალციხის მერი საკრებულოსგან მარტიდან ელოდება, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ აქვს.
26 მარტს ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, საქვაბის შენობის დემონტაჟისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხი მერისა და დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დეპუტატების ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ თუ შენობის დემონტაჟისთვის თანხმობის საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, მას მხარს არ დაუჭერდნენ. ზაზა მელიქიძე კი ამბობდა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება დრულად უნდა მიეღო, რადგან დონორი ორგანიზაცია არ იცდიდა.
ერთი თვის შემდეგ კი ახალციხის მერი აცხადებს, რომ საკითხის განხილვა არ გვიანდება.

„საჩქარო არაფერია, გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. შემდეგ გვექნება განხილვები, სადაც გაირკვევა დემონტაჟი იქნება საჭირო თუ არა“

რისი გაკეთება იგეგმება კომპლექსში და რატომ ჩაიშალა ტენდერი


სასპორტო სკოლის მახლობლად არსებული საქვაბის ყოფილი შენობის დემონტაჟისა და მის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ტენდერი 2019 წლის ორ აპრილს 272 950 ლარზე გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია „ჯორჯიანჰაუსი“-მონაწილეობდა, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ექვს მაისს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „ჯორჯიანჰაუსის“ მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შესაბამებოდა.

„გვითხრეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ გაქვთ წარმოდგენილიო. ერთ-ერთ ობიექტზე თანხის ჩარიცხვა არ ჩანს, ანუ არ გაქვთ შესრულებულიო. არადა, მათ მოთხოვნებში ჩარიცხვების ჩვენება მითითებული საერთოდ არ იყო“, - განმარტავს „ჯორჯიანჰაუსის“ დირექტორი თორნიკე დვალი და ამატებს, რომ გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიაში გაასაჩივრა: “ექვს მაისს გავასაჩივრე და პასუხი ათ სამუშო დღეში იქნება ცნობილი. ადგილზე მივიტანე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მსგავსი სამუშაო შესრულებული მაქვს. სხვა მონაწილე არ იყო და მაინც ვერ გავიგე რატომ მითხრეს უარი“, - ამბობს დვალი.
საპროექტო სამუშაობის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.

გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.

ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა.

რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა
აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
‘ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ’– სხდომაზე დეპუტატი ახალციხის მერს დაუპირისპირდა
არის თუ არა ლეგიტიმური ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს