FM97.5 / LIVE

ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2019
დღეს, 18 მაისს ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც შშმ პირებისათვის ადაპტირებული ვირტუალური სივრცე და კლდეში ნაკვეთი ძეგლების საგამოფენო ოთხი მოეწყო.

ვარძიაში ვიზიტორთა  ცენტრი გაიხსნა
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა ცენტრი, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა.

ახალგახსნილ ვიზიტორთა ცენტრში მოეწყო ვირტუალური მუზეუმი შშმ პირებისათვის, ასევე კლდეში ნაკვეთი ქალაქების: ვარძიის, უფლისციხის და დავით გარეჯის ამსახველი ფოტომასალისა და არქიტექტურული ქვების გამოფენა.

არქიტექტურული ქვები წლების განმავლობაში, ვარძიის მუზეუმ –ნაკრძალის ტერიტორიაზე გროვდებოდა და ახლა, ვიზიტორთა ცენტრის შენობაში განთავსდება. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს,ქვები დამუშავდება და თითოეულს აღწერილობა ექნება.

„ეს არის ის სივრცე სადაც, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ვარძიაში განახლებული ინფრასტრუქტურით“,–განაცხადა ვიზიტორთა ცენტრის გახსნისას ნიკოლოზ ანთიძემ.

ვარძიაში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. აქ, „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მასშტაბური გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერების ანსამბლები გამართავენ კონცერტსაც.

18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედასივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმო. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო