FM97.5 / LIVE

‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2019
ახალციხის მერიის ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეები გააფრთხილეს, იმ შემთხვევაში თუ ისინი ტროტუარზე გასაყიდად დაწყობილ პროდუქტებს დასაშვებ ნორმაზე წინ დააწყობენ, დაჯარიმდებიან.

‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი
კოსტავას ქუჩაზე მაღაზიების წინ მდებარე ტროტუარები მერიის ზედამხედველობის გაყოფილების უფროსმა მიხეილ მაკარიძემ,თანამშრომლებთან ერთად შეამოწმა.

მაღაზიების გამყიდველები ამბობენ, რომ აღნიშნული სამსახურიდან შემოწმებაზე მათთან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მივიდნენ.

„ბანერი გვქონდა გატანილი მაღაზიის წინ, პირველ ჯერზე რომ მოვიდნენ მითხრეს აბრკოლებ ტროტუარზე სიარულს და მაღაზიასთან ახლოს მიწიეო, მეც კედელთან მივწიე, ანუ მომცეს უფლება რომ დამედო ტროტუარზე. დღეს მოვიდა მაკარიძე და უხეშად მომმართა, შემდეგ აიღო ეს ბანერი და შემომიგდო მაღაზიაში. ასე საუბრის უფლება ნამდვილად არ აქვთ“,–ამბობს ერთ–ერთი გამყიდველი.

მიხეილ მაკარიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მაღაზიის მეპატრონეებს მხოლოდ აფრთხილებენ, იმ შემთხვევაში თუ არ გაითვალისწინებენ დაჯარიმდებიან: „ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს, ვინც მიიღებს შენიშვნას მოუწევს რომ გაითვალისწინოს. გონივრული ვადა რომ ამოიწურება, შემდეგ დაჯარიმდება. გააჩნია რა აქვს ობიექტის წინ დალაგებული, ჯარიმა შეიძლება იყოს 300–500 ლარი ან მეტი“,–განმარტავს მაკარიძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: თაბაშირის თოჯინები ტროტუარზე   [Photo]
დღის ფოტო: შსს–ს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მანქანა ტროტუარზე [Photo]
ახალციხეში  მაღაზიის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა

დღის ფოტო: სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის მანქანა ტროტუარზე [Photo]
დაზიანებული წყლის მილი და გუბეები რუსთაველის ქუჩის ტროტუარზე [Photo]
კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა
ორი ქუჩა ერთ ქუჩაზე