FM97.5 / LIVE

ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

მთავარისიახლე, არჩევნები 18.05.2019
19 მაისს, შუალედური არჩევნები გაიმართება, N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის N2 აბასთუმნის უბანზე. ადგილობრივები ადიგენის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ჯაბა მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად, N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანი მზადარის. უბანს უკვე გადაეცა ბიულეტენებიც–„უბანს აქვს ყველა საჭირო ინვენტარი იმისათვის, რომ ხვალ, დილის 07:00 საათიდან დაიწყონ მუშაობა“.

ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე 1 000 ბიულეტენი გაიცა.

„სულ სიაში 1 124 ამომრჩეველია, თუმცა აქედან არიან ადამიანები ვინც საქართველოში არ იმყოფებიან და ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ის რაოდენობა კი რაც ჩამოვიტანეთ საკმარისია“,–განმარტავს ჯაბა მაჭარაშვილი.

N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე სპეცსიები არ იქნება, გადასატანი ყუთის საშუალებით კი 33 ადამიანი გააკეთებს არჩევანს.

აბასთუმნის შუალედურ არჩევნებში, საკრებულოში მოსახვედრად კენჭს ცხრა კანდიდატი იყრის.

2019 წლის 19 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით რვა: საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება გაიმართება. აქ, ჯამში 26 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმარტება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდისა და ხულოში. არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.ასევე გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა
19 მაისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა
ადიგენის  საოლქომ  საკრებულოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს