FM97.5 / LIVE

აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

მთავარისიახლე, არჩევნები 18.05.2019
აბასთუმანში საკრებულოს შუალედური არჩევნები, ხვალ 19 მაისს ჩატარდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილე ცხრა კანდიდატიდან, ისინი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მის საარჩევნო პროგრამას იცნობენ. დაბის ქუჩებშიც მარტო „ოცნების“ პლაკატებია გამოკრული.

აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა აბასთუმანში წინასაარჩევნო კამპანია გუშინ, 17 მაისს დაასრულა. ცხრა კანდიდატიდან გენადი ბოლქვაძე ერთადერთია, რომელიც კურორტის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავდა. ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი, ადგილობრივებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება: „გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, დაველოდებით არჩევნების დღეს და აბასთუმნელების არჩევანს“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აბასთუმანში ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ბოლო ორი კვირაში გამოჩდნენ, თუმცა ვერც მათ პარტიას და ვერც კანდიდატის ვინაობას ასახელებენ–„ვიცით რომ იყვნენ, სულ რამდენიმე წუთიანი შეხვედრები ჰქონდათ მოსახლეობასთან“.

„ერთადერთი ვინც ვიცი, ეს ოცნების კანდიდატი გენადი ბოლქვაძეა. მისმა პარტიამ ბევრი რამ გაკეთა ჩვენთვის. შეხედეთ აბასთუმანს როგორი მშენებლობები მიდის, სხვა კანდიდატები არ გვაინერესებს“,–ამბობს ადგილობრივი ჯულიეტა მელქონიანი.

საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ცხრავე კანდიდატი, N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში ერთდროულად 19 აპრილს, რეგისტრაციის ბოლო დღეს დარეგისტრირდა. ამ თარიღიდან მოყოლებული „სამხრეთის კარიბჭე“ უშედეგოდ ცდილობს მათთან დაკავშირებას. ჩვენ კანდიდატების წარმდგენ პარტიებსაც დავუკავშირდით, თუმცა ვერც კონტაქტები მოვიპოვეთ და ვერც მათი წინასაარჩევნო პროგრამები.

ერთადერთი ვისაც „სამხრეთის კარიბჭე“ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაუკავშირდა პარტია „მოძრაობა ახალი საქართველოა“, რომლის კანდიდატი მედეა სოლოდკოა. „მოძრაობა ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ მედეა სოლოდკოა საარჩევნო სიაში „ტექნიკურად ჩასმული“ კანდიდატია და ამიტომ კურორტში საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ.

„ფორმალურად ჩავსვით, რომ კანდიდატი გვყოლოდა, მოლოდინი არ გვაქვს ხალხის მხარდაჭერის, თუმცა ადგილზე ჩვენი პარტია იქნება მისი მხარდამჭერი“,–განგვიმარტეს „მოძრაობა ახალ საქართველოში“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი გვეუბნება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ტერმინი „ტექნიკურად ჩასმული“ არ არსებობს: „პარტია თავიანთ წარდგენილ კანდიდატს რას უწოდებს და რა მიზნით წარადგენს, ეს მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერ კანდიდატს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, მივიდეს ამომრჩეველთან და საარჩევნო პროგრამა გააცნოს“.

კურორტ აბასთუმანში რეგისტრირებული სულ 1 098 ამომრჩეველია, აქედან 33 გადასატანი ყუთის საშუალებით დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს.

2019 წლის 19 მაისის აბასთუმნის საკრებულოს შულედურ არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას:

1 „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გიორგი კოღუაშვილი;

4 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ზურაბ ხუციშვილი;

21 „მოძრაობა ახალი საქართველოსთვის” მედეა სოლოდკო;

23 „ახალი ქრისტიანდემოკრატები” ანიკო ბუცხრიკიძე;

27 „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” დავით ალხანაშვილი;

33 „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” ცისანა მელიქიძე;

38 „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” დავითი ბახტაძე;

39 „ქრისტიანკონსერვატორები” გრიგორი დარსანია;

41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გენადი ბოლქვაძე;

აბასთუმანი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ბოლო დღეს ერთდროულად ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
წინასწარი მონაცემებით, აბასთუმანში ‘ოცნების’ კანდიდატმა გაიმარჯვა
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა
დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში
აბასთუმანში 'ქართულმა ოცნებამ' ხმების 93,89% მიიღო
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა