FM97.5 / LIVE

პოლიციასთან სკვერში გარე განათების დაზიანებული ნათურები ისევ არ შეუცვლიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციასთან მდებარე სკვერის გარშემო გარე განათების ნათურები სამ თვეზე მეტია დაზიანებულია.

პოლიციასთან სკვერში გარე განათების დაზიანებული ნათურები ისევ არ შეუცვლიათ

დაზიანებული განათებების შესახებ „სამხრეთს კარიბჭე“ 27 მარტს წერდა. როგორც მაშინ ახალციხის მერიაში განგვიმარტეს „პრობლემას შეისწავლიდნენ და უახლოეს პერიოდში მოაგვარებდნენ“, თუმცა მას შემდეგ დაახლოებით ორი თვე გავიდა.

როგორც გაირკვა პოლიციასთან მდებარე სკვერი შსს–ს ბალანსზეა, უწყებაში გვითხრეს, რომ გარე განათების ნათურებს თავად შეცვლიან, ამისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.

„ეს მესერი პოლიციას აკრავს. განათებების ნაწილი ყინვის დროსაა გამსკდარი, ზოგი ექსპლუატაციის შედეგად დაზიანდა. უსაფრთხოების მიზნით, რადგან სკვერში ბავშვები თამაშობენ, განათებები მოვხსენით და დავასაწყობეთ. გაკეთდება ძალიან მალე“,– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გალავანზე დამონტაჟებული ნათურების ნაწილი სამ თვეზე მეტია არ მუშაობს, ნაწილში ნაგავია ჩატენილი, ნაწილი კი დამტვრეულია, ამიტომ ის საფრთხეს წარმოადგენს სკვერში მოთამაშე ბავშვებისთვის.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, პოლიციასთან სკვერში გარე განათების ნათურებია დაზიანებული [Photo]
ორ კვირაზე მეტია ახალციხეში, პოლიციასთან ახლადგაკეთებული სკვერი იტბორება
ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული
კოსტავას ქუჩაზე სკვერი გახსნიდან 7 თვეში დაზიანდა [ფოტო]
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
პარკში დამტვრეულ განათების სვეტებს გაზაფხულამდე არ ეშველება [Photo]
დაზიანებული ქვაფენილი 9 აპრილის სკვერში [Photo]