FM97.5 / LIVE

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „თანასწორობის მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დღეს 17 მაისს მანიფესტაციის ან საჯარო შეკრების ორგანიზებას არ გეგმავენ.

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ბენეფიციარებს, რომ თავი შეიკაონ დღეს იმ სერვისების მიღებისგან, რომელსაც აწვდის ორგანიზაცია ლგბტქი+ თემის წევრებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით: #მეაქვარ

„და შენ არ გინდა ამის დაჯერება. არადა, ჩვენგან 60% ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 84.4%-ს კი ერთხელ მაინც განგვიცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან. ჩვენ პერმანენტული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ვართ. ჩვენზე ფიზიკურად თანაბრად ძალადობენ დედაც, მამაც, დაც და ძმაც. ჩვენგან 15.7% იძულებით ერთხელ მაინც წავუყვანივართ ოჯახის წევრებს ექიმთან სამკურნალოდ „გამოსწორების მიზნით“. ხშირად დედები იზოლაციაში გვამყოფებენ, გვაიგნორებენ“, – ვკითხულობთ სპეციალურად 17 მაისთან დაკავშირებით შექმნილ ვებ-გვერდზე meaqvar.ge

მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო სიიდან ამოღებას უკავშირდება.

2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა. მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1600 ღონისძიება, რომელშიც 1280 ორგანიზაცია იყო ჩართული.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა ხელი შეუშალა. 17 მაისი საქართველოში ვერც მომდევნო, 2013 წელს აღნიშნეს.

2014 წლის 2 მაისს, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. თუმცა, ეს დღე მაინც ვერ აღინიშნა. 2014 წლის 17 მაისიდან ყოველ წელს თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრები მრევლთან ერთად „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ და მსვლელობას აწყობენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
'ერთად გადავრჩებით' -17 მაისს ლგბტ თემი ონლაინ დემონსტრაციას გამართავს
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
20 მაისი შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღეა