FM97.5 / LIVE

ივანიშვილი: 'ჭელაში განვითარებული მოვლენები ხელოვნურადაა წამოწეული'

მთავარისაზოგადოება 04.09.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები ხელოვნურადაა წამოწეული და გამორიცხული არ არის, პროცესი გარედანაც იმართებოდეს.

ივანიშვილი: 'ჭელაში განვითარებული მოვლენები ხელოვნურადაა წამოწეული'
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში ტოლერანტობა არავის ეკრძალება და ეს ნამდვილად საამაყოა: „ჩვენ ეს გენეტიკაში გვაქვს, ჩვენ თანავუგრძნობთ ისე, რომ ამაზე აქცენტებს არ ვაკეთებთ“.

მისივე განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში ეს პრობლემა საქართველოში არ არსებობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირის გავლენა და ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგი.

„მოხდა გარკვეული გადახრები, რომელ მხარეს, საიდან და როგორ, ეს პროცესები ბუნებრივად აღარ იმართებოდა, რა თქმა უნდა ეს ბუნებრიობა დაიკარგა, რაც ჩვენ გვქონდა ტრადიციულად, პრობლემები დარჩა და დაგროვდა. ადრე ვერ ბედავდნენ, ახლა ზოგმა ობიექტურად გაბედა და ხმა ამოიღო, სადაც არასწორი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ანგაჟირებულია და ხელოვნურადაა წამოწეული. თუ გნებავთ, ძველ ხელისუფლებას ძალიან აწყობს ეს, შეიძლება გარედანაც იმართებოდეს, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია“, - განაცხადა პრემიერმა დღეს, 4 სექტემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რაც მოხდა ჭელაში, აქ მე როგორც მთავრობის მეთაური, ძირითად აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ესე მოვიქცეთ, რომ დილით გამოვიდეთ და მინარეთი დგას, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, პროექტი არ არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არაა. რატომ გახდნენ ისინი იძულებული რომ ესე, ერთ ღამეში გაეკეთებინათ, აქ მრჩება მე კითხვა. არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მუსლიმი, ჩვენი თანამოქალაქე ამას ობიექტურად განიცდის, რამეთუ რაც მე ჩამოვთვალე შორეული წარსულიდან, საბჭოთა კავშირიდან და იმის შემდგომ ცხრა წლიანი ძალადობრივი მმართველობის შემდგომ, შესაძლებელია ის ბუნებრიობა რაც დაიკარგა, არის დარღვეული ის ბალანსი, რაც არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების შემდგომ ეს პროცესიც გაიოლდება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერი აქცენტს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში სასულიერო პირების ჩართვაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება სახელმწიფოს ფუნქციები შეითავსოს: „დღეს მე შემიძლია, რომ აქცენტი გავაკეთო მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოს ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი მსახური, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც განცხადებები გააკეთოს და აკეთებს შესატყვის განცხადებებს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს რელიგიას, უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს ეკლესიას, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ჩავერიოთ და დავეხმაროთ მის განვითარებას. მაგრამ, კარგად უნდა გაიგოს ზოგიერთმა ეკლესიის მსახურმა, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ სახელმწიფო ფუნქციები შეითავსონ და განცხადებებიც შესატყვისი უნდა გააკეთონ“.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, პრემიერი აცხადებს, რომ სამართალდამცავებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

„ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ, ასე ვიტყოდი დღესაც. იქაც როგორც მოხდა, იძულებული გახდა ფინანსური პოლიცია, რამდენიმე გაფრთხილების შემდგომ შესატყვისი დრო მისცეს, მაგრამ რა ვქნათ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ხდება დემონტაჟი. ჯობდა სათქმელად ადვილია, მაგრამ როდესაც გევალება და გასაკეთებელია, ზოგჯერ გიწევს უხეში საქმის გაკეთება. თუმცა, ეს სასიამოვნო არაა, არც ჩემთვის და არც თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ კოჰაბიტაციის პროცესი დასრულდება, ესეთი გაუგებრობები სულ მალე დასრულდება საქართველოში.

მე მგონია, რომ ძალიან ხელოვნურად არის ინსპირირებული, ძალიან მალე და სწრაფად ეს დალაგდება. თუ გნებავთ, მე გარანტიას მოგცემთ, სულ რამდენიმე თვეში ეს პროცესები დალაგდება, რომლითაც დავასრულებთ პროცესს და ჩვენ ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ ოქტომბერში“, - განაცხადა პრემიერმა.

[Sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი:  „ზოგან არც ისეთი გამგებელი დაინიშნა, როგორიც საჭირო იყო“
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი:'გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში'
ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”
რესპუბლიკელები:'რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი'
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი
ივანიშვილი ადასტურებს, რომ რეგიონებში ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა 'ოცნების' პიარს ემსახურება [Video]
მეუფე თეოდორე: „გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ“