FM97.5 / LIVE

პრემიერი: გპირდებით, 2022 წელს პედაგოგისთვის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
დღეს, 17 მაისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში პედაგოგის ხელფასი გაიზრდება.

პრემიერი: გპირდებით, 2022 წელს პედაგოგისთვის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, პედაგოგებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა განათლების სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

„ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია. როგორც შეგპირდით, შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით სულ მცირე, 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, 2022 წელს მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ქვეყანას, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შეიძლება, წარსულიც კი დაკარგოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსების არქონის პირობებშიც კი, შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

წყარო:პირველი არხი


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

პრემიერი: განათლების სფეროში დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 17 მაისი [აუდიო]
2016 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600–700 ლარი იქნება
საქართველოში საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი 1125 ლარამდე გაიზარდა
ალექსანდრე ჯეჯელავა:ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი