FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს

მთავარიპოლიტიკა 03.09.2013
„ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბი აქტიურ მუშაობას იწყებს. შტაბის უფროსად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, აქტივის კოორდინატორად კი გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი დაინიშნენ.

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე
ახალი შემადგენლობით დაკომპექტებული „ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად 27 აგვისტოს გაიხსნა. ამ დღიდან დროებით შეუწყდათ უფლებამოსილება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მალხაზ ჟუჟუნაძეს და მრჩეველს გოჩა პარუნაშვილს. შტაბის უფროსად და აქტივის კოორდინატორად მათი დანიშვნა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გადაწყდა.

„2013 წლის 27 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბიდან მივიღე შემოთავაზება, რომ დავნიშნულიყავი ახალციხის საარჩევნო შტაბის უფროსად. ამ შემოთავაზების შემდგომ გამგებლის მოადგილედ მუშაობა კანონს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, დავწერე განცხადება, მოვალეობის შეჩერების თაობაზე. ანუ ავიღე უფასო შვებულება ორთვენახევრით“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი.

„ეს ალბათ განაპირობა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უბადლო სიყვარულმა, განვლილმა ცხოვრებამ და მიღებულმა გამოცდილებამ“, - ასე ხსნის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებას გოჩა პარუნაშვილი.

„და ალბათ, პრინციპულობამ და იმ სისტემისადმი დაუმორჩილებლობამ, რაც იმ წლების განმავლობაში იყო“, - ამატებს მალხაზ ჟუჟუნაძე.

ამ ეტაპზე შტაბში რვა ძირითადი წევრია. ამათგან, სამი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, დანარჩენები კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიდან არიან.

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
გამგებლის მრჩეველი გოჩა პარუნაშვილი

„ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბი ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარსადგენ საბუთებსა და პარტიული სიებით კომისიის წევრების დაკომპლექტებაზე მუშაობს.

„გარდა საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრების წარდგენისა, ვაყალიბებთ სტრუქტურას, ანუ, რაიონს ვყოფთ ზონებად, ზონას ეყოლება უფროსი, მოადგილე, უბნის უფროსები და გვეყოლება აგიტატორები. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, მოსახლეობას გავაცნობთ მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარების გზებს. იგეგმება ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სტუმრობა რეგიონში და მათ შორის ახალციხეშიც, რისთვისაც უკვე ვემზადებით“, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში იმედი აქვთ, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„დღესაც არსებობს ის გარეშე ძალები, რასაც მერაბიშვილის კუდი ჰქვია. გრძნობენ, რომ მათი ბედი უკვე განწირულია, საბოლოოდ გადატყდებიან ამ არჩევნების შემდგომ და სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ცდილობენ იერიშს. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები ასრულებენ მათ დავალებებს. დამიჯერეთ, რომ არჩევნების შემდგომ შავიც და თეთრიც გაირკვევა და დამთავრდება კოჰაბიტაცია, როგორც ამას ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ამბობს“, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს