FM97.5 / LIVE

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ საკირისა და ტაძრისის ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მცირე კერების დამუშავება.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს.

„ვერტმფრენის საჭიროება აღარ არის. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე ვტოვებთ სახანძრო–სამშველო ძალების მეხანძრე მაშველებს იქამდე, ვიდრე საბოლოდ არ აღმოიფხვრება ხანძრის საშიშროება“, – განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრე ქუჯაიძე.

მისი თქმით, მეხანძრე–მაშველებთან ერთად ბორჯომის ხეობაში დარჩებიან მეტყევეებიც.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ორ ლოკაციაზე გუშინ, 15 მაისს დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ერთი ვერტმფრენი, რომელმაც 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა. ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხერხდა. დაიწვა 2.5 ჰექტარი ტყის მასივი.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საგანგებო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
ბორჯომში, სოფელ საკირესთან ტყე იწვის
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილამდე შეაჩერეს
საგანგებო: საკირისა და ტაძრისის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო