FM97.5 / LIVE

ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2019
დღეს, 16 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 12 სოფელს მოემსახურება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 12 ადამიანი დასაქმდება.

ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
მოხის ბაღი საზეიმოდ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ და იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ საზეიმოდ გახსნეს.

მოხეში ბაღი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აშენდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გავხსენით. მადლობა იაპონიის საელჩოს დახმარებისათვის. აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში ისწავლონ“,– განაცხადა მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ბაღში გვითხრეს, რომ ამ ეტაზე აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და სწავლა სექტემბრიდან დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მენეჯერი ჯერ არ ჰყავს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის 66 395 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იაპონიის მთავრობა მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა