FM97.5 / LIVE

„მოთამაშე წამლის ფულსაც კაზინოში დახარჯავს“ –ეკონომისტები სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2019
ახალციხეში, ქალაქის ცენტრში მდებარე ტოტალიზატორსა და სლოტ კლუბს მუდმივად ჰყავს მომხმარებელი. აზარტული თამაშის მოყვარულები ამბობენ, რომ თამაშისთვის თავის დანებება ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ საქართველოში აზარტულ თამაშში 400 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

„მოთამაშე წამლის ფულსაც  კაზინოში დახარჯავს“ –ეკონომისტები სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ

48 წლის მიშა, ქალაქის ცენტრში მდებარე ტოტალიზატორსა და სლოტ კლუბს თავისუფალ დროს ხშირად სტუმრობს, ამბობს, რომ წლების წინ წამალზე დამოკიდებული იყო: „ხუთი წელი წამლის გარდა არაფერი მაინტერესებდა, შევძელი და თავი დავანებე, ახლა კაზინოსა და სლოტ კლუბში საკუთარი სიამოვნებისთვის ვთამაშობ, არანაირი სიკეთე არ მოაქვს არავისთვის, დამოკიდებული ხდები. მოთამაშეს წამლის ფულსაც კაზინოში დახარჯავს“.

მიშა ამბობს, რომ თამაშში ჩართული ადამიანები ყოველდღიურად უბედურდებიან:“მინდა ყველამ გაიგოს, მოიგებ თუ წააგებ, მაიც წაგებული ხარ, რადგან თამაშობ“.

ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ სათამაშო სექტორი მოსახლეობას დღითი დღე აღარიბებს, გამოსავალს კი რეგულაციებში ხედავს: „ამ ბიზნესის ეკონომიკური მიმზიდველობა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან კი ხელმისაწვდომია და ამიტომ ბევრი ადამიანი ჩამოდის უცხოეთიდან აქ სათამაშოდ, ამ ბიზნესს მოაქვს ეკონომიკური ზრდაც, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე არ აისახება, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფითია. ეს ბიზნესი ხელს უწყობს ფულის გათეთრებას, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ის იქნება, რომ გარკვეული შეზღუდვები გაჩნდეს“.

აზარტული თამაშების ბიზნესის ყოველწლიური მოგების ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ მათი ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება.

„საქსტატისგან გამოთხოვილი ინფორმაციით „ხელოვნების, გართობისა და დასვენების“ სექციის ბრუნვამ 2018 წელს12, 596 მლრდ ლარი შეადგინა, აქედან 97%-ზე მეტი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდიოდა, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა შარშან დაახლოებით 10 მილიარდის ფარგლებში იყო“, – ამბობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, აზარტული თამაშების სფეროში ჩართული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ონლაინ კაზიონების ვიზიტორთა მიხედვით დაადგინა, რომ აზარტულ თამაშებში 400 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
გიორგი კაპანაძე გვიხსნის, რომ ორგანიზაციის ეკონომისტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2013 წლიდან მუშაობენ სათამაშო სექტორისთვის რეგულაციების დაწესებაზე, თუმცა უშედეგოდ, ამბობს, რომ ქვეყანაში სესხებსა და ჭარბვალიანობაზე დიდი პრობლემა აზარტული თამაშებია: „ბოლო წლებში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების უმრავლესობა საუბრობდა სათამაშო ბიზნესის გადასახადების გაზრდაზე, 2018 წელს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილს ჰქონდა კანონპროექტი, თუმცა განხილვამდეც ვერ მივედით. შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში სათამაშო ინდუსტრიას ჰყავს მსხვილი ლობი და ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას. სხვა არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ქვეყანაში ეკონომისტები, ქვეყნის გარეთ კი ამერიკა და ევროკავშირი გვეუბნება, რომ საგანგაშო სიტუაციაა, თუმცა ამ ბიზნესის რეგულირება მაინც ვერ ხერხდება“.

მიშა ხუციშვილი ამბობს, რომ აზარტულ თამაშებს ძირითადად ისინი თამაშობენ, ვისაც სამსახური არ აქვს: „შეიძლება ადამიანს თამაში არ უნდოდეს, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს, ყველა ადამიანში არის ინსტიქტი რაღაცის მოპოვების, რაღაცის შოვნის და როცა ადამიანი გარემოში ვერსად ვერ იკმაყოფილებს ამ ინსტიქტს მერე ამ აზარტს მიჰყვება. აქ ვინც არიან, ამ ადამიანების უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი და გულაცრუებულია სახელმწიფოზე, რომელიც არაფერს ქმნის მათთვის. არადა, ყველას შეუძლია რამე ხელობით დაკავდეს, საკუთარ თავსაც გამოადგეს და სხვასაც“.

საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ზრდის საკითხი 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა: „ქვეყანაში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს. დღეს საქართველოში 140 კაზინო ფუნქციონირებს“, – წერია ანგარიშში.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სლოტ კლუბს თავს დაესხნენ
საპრეზიდენტო კანდიდატები ეკონომიკის განვითარებაზე
საქართველოში წამლის სააგენტო შეიქმნება
ტურისტული ბიზნესის წამოწყების მსურველებს ფონდების მოძიებას ასწავლიან
ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს


‘ევროპული საქართველოს’ გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
ადიგენის გამგეობა ახალი წლის შესახვედრად მზადებას იწყებს