FM97.5 / LIVE

დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქვორუმი არ შედგა, რის გამოც სხდომა ვერ გაიმართა. სხდომის ჩატარების ახალი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა
საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 15 მაისს 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, მხოლოდ 12 დეპუტატი გამოცხადდა, რაც ქვორუმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

საკრებულოს წევრები დეპუტატებს საათნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. აპარატში, ამ დრომდე, არ აქვთ ინფორმაცია, როდის გაიმართება მომდევნო სხდომა.

დღეს დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე უნდა ემსჯელათ. მათ შორის:

1. "ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის-სკვერის სახელდების შესახებ.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ(შპს "ოპპა").
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ ( შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“).
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (ინდმეწარმე ლ.ლომიძე).
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.
7. "ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ".
8. ქ. ახალციხე, ასპინძის ქუჩა N 44 მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 62.09.54.718) არსებული ობიექტის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია. იმისათვის, რომ ქვორუმი შედგეს სხდომას 17 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

25 ივლისს ახალციხის საკრებულოში სხდომა გაიმართება
დღეს ახალციხის გამგებელი 2015 წლის ანგარიშს წარადგენს
რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ჩაშლილი სხდომა განახლდა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა