FM97.5 / LIVE

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

მთავარისაზოგადოება 03.09.2013
ხვალიდან, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.

აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ", - ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი – საქართველოში ამინდი გაუარესდება
5-8 ივლისს საქართველოში აგრილდება
გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს – საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
5-11 ივნისს საქართველოში წვიმა, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით,  უამინდობა 26 მარტამდე გაგრძელდება