FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2019
ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან. ბავშვები ნაკლებად არიან ჩართული სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, მათ დასვენების, გაჯანსაღებისა და თავისუფალი დროის მათი სურვილისამებრ დაგეგმვის შესაძლებლობა არ აქვთ.

ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში,რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა, ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგს შეეხება. დოკუმენტის მიხედვით, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ქვეყანაში ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება. მათ შორის არის “საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ააიპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში არ მოიპოვება ინფორმაცია ძალადობის ფაქტების აღრიცხვის, პროტესტისა და უკუკავშირის შემთხვევებზე ან პანსიონების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება. აღნიშნულის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების, თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში კი არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით“, –ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონში პრობლემაა ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის კუთხითაც. ისინი ნაკლებად არიან ჩართული სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, ხოლო დასვენების, გაჯანსაღებისა და თავისუფალ დროს სურვილისამებრ ვერ გეგმავენ.

„სკოლაში, რომელიც ნინოწმინდის პანსიონთან ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ბავშვები ჯგუფების მიხედვით დაჰყავთ აღმზრდელებს, დერეფანში ელოდებიან და შემდეგ პანსიონამდე მიაცილებენ. ბავშვები აღმზრდელების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის, ეზოშიც და სკოლის დერეფნებშიც. პანსიონი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით, რომლის დატოვების უფლება ასევე არ აქვს ბენეფიციარს აღმზრდელის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საჯარო სკოლის საკლასო ოთახის ან პანსიონის ტერიტორიის გარეთ გასვლა დასჭირდება, აუცილებელია აღმზრდელთან შეთანხმება ან/და მისი გაყოლა“ – ნათქვამია ანგარიშში.

მათივე თქმით, აღნიშნულ პრობლემას პანსიონის ადმინისტრაცია ბავშვების უსაფრთხოების დაცვით ხსნის, თუმცა, მეორე მხრივ, არასრულწლოვნებს, ფაქტობრივად, არ რჩება პირადი სივრცე, ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“ ასახულია ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგმა მოიცვა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახი და 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი.

„მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები“, – წერია ანგარიშში.

[sknews.ge]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლებს ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცეს
საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი
ომბუდსმენი: 'სკოლების დიდ ნაწილში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია'
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება