FM97.5 / LIVE

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2019
დღეს, 14 მაისს ახალციხეში თამარობის დღესასწაულთან დაკაშირებით, თამარ მეფის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლთან საზეიმო ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყო. სამცხე–ჯავახეთისა და ახალციხის პირველმა პირებმა თამარ მეფის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ის ლექსები წაიკითხეს, რომელიც თამარ მეფის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.

თამარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე.

თამარობას საქართველოში 1917 წლიდან აღნიშნავენ. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა.

ახალციხეში ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ამაღლების ეკლესიასთან მდგარი თამარ მეფის ძეგლი წმინდა თამარ მეფის ერთადერთი ძეგლია საქართველოში.

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 მაისს თამარობა აღინიშნება
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისი თამარ მეფის ხსენების დღეა
14 მაისს თამარობა აღინიშნება
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს
31 იანვარს საქართველოში თამარობა აღინიშნება

რესტავრირებული თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში [ფოტო]