FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2019
სახალხო დამცველის მიერ სკოლების შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, წყლის გარეშე დარჩენილ სკოლებს შორის სამცხე-ჯავახეთი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. რეგიონში უწყლოდ სულ 24 სკოლაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ ნინოწმინდაშია.

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან წყალი მხოლოდ თექვსმეტშია. თორმეტ სკოლაში მოსწავლეებს წყლის დასალევად გასვლა სკოლის ეზოში უწევთ, ათ სკოლაში კი წყალი საერთოდ არაა, ესენია: გორელოვკის, ფოკის, ეშტიის, ჯიგრაშენის, ორლოვკის, კათნატუს, ეფრემოვკის, საღამოსა და ვლადიმიროვკის საჯარო სკოლები.

ნინოწმინდის მერიაში ამობენ, რომ სკოლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, თუმცა მიმდინარე წელს წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობას 2019 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარი აქვს განსაზღვრული, რომელიც საპირფარეშოების ასაშენებლად და ფანჯრების შესაცვლელად დაიხარჯება.

„რამდენიმე სოფელში საპირფარეშოს ავაშენებთ, მაგრამ წელს წყალი და გამართული საკანალიზაციო სისტემა ვერ მოეწყობა. ამის მიზეზი ნინოწმინდის რთული კლიმატია და დრო გვჭირდება“, - განმარტავს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.

გარდა აღნიშნულისა, ნინოწმინდაში სამი საჯარო სკოლის მშენებლობა იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია. სოფელ გორელოვკის მესამე სკოლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაიწყება. ხოლო ორლოვკისა და ქალაქის პირველ საჯარო სკოლის მშენებლობას მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

[ავთო ინასარიძე, ნინოწმინდა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?
სკოლას რომელსაც წყალი არ აქვს სახურავს შეუცვლიან
უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები
სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი
ნინოწმინდის ოთხ სოფელში კლუბების რეაბილიტაცია იწყება
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ