FM97.5 / LIVE

ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 13.05.2019
ახალციხეში, სოფელ ურაველში იმ მილების ნაწილი მოიპარეს, რომლითაც ახალციხის მერია ექვსი სოფლის გასარწყავიანებას გეგმავდა. საქმეზე ძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს

მილები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარწყავი წყლის სისტემის 48 მილი დაახლოებით სამი კვირის წინ, აპრილის ბოლოს მოიპარეს. ასზე მეტი მილი უკვე ერთი წელია, რაც სოფლის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირზეა დასაწყობებული.

ვის შეიძლება მოეპარა მილები ადგილობრივებისთვის უცნობია. მათ ქურდობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც სოფელში პოლიცია ავიდა და საქმის მოკვლევა დაიწყო.

„მთელი სოფელი გამოკითხეს, ჩემთანაც იყვნენ მოსულები აინტერესებდათ ვინმე ხომ არ დამინახავს. წარმოდგენა არ მაქვს ვის შეიძლება წაეღო“, – გვეუბნება ადგილობრივი ბეგლარ კაპანაძე.

მილები, იმ ექვსი სოფლის გასარწყავიანების სისტემის მშენებლობისთვის შეიძინეს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა ურავლის მოსახლეობის პროტესტის გამო,მალევე შეჩერდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის და პროექტი არ უნდა განხორციელდეს.

ახალციხის მერიაში, ურაველში მომხდარი ფაქტის შესახებ იციან, თუმცა კომენტარს ვიდრე ძიება არ დასრულდება არ აკეთებენ. შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება
კვირის აქცენტი: პროტესტით შეჩერებული პროექტი ურაველში [Video]
წლის ყველაზე ხმაურიანი პროექტი ურაველში ვერ განხორციელდა
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]