FM97.5 / LIVE

‘ევროპული პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკაა’ - ევროინტეგრაციის შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2019
ევროპული ღირებულებები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ევროკავშირის ისტორია - ამ თემებზე ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

‘ევროპული პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკაა’ - ევროინტეგრაციის შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

დღეს, 13 მაისს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში შეხვედრას საჯარო მოხელეები დაესწრნენ. ევროატლანტიკური საკითხების შესახებ, მათ ინფორმაცია ექსპერტმა ეკატერინე ქარდავამ მიაწოდა. მან ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეეხება.

მისი თქმით, ხშირად ქვეყანაში მცხოვრებლებს კარგად არ ესმით რას ნიშნავს ევროინტეგრაცია. საუბრისას აღნიშნავენ, რომ ინტეგრაციის სურვილი აქვთ, თუმცა, როცა საქმე კონკრეტულად მათ ეხებათ, უკან იხევენ.

„არ არსებობს სფერო, სადაც ევროპული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა არ არის. როცა საქართველოში ხალხის გამოკითხვა ხორციელდება, უნდათ თუ არა ევროპული ინტეგრაცია, უმრავლესობა ამბობს „კის“. მაგრამ როდესაც კითხავენ კონკრეტულ ადამიანს, გსურს, რომ დაერმორჩილო ევროპულ სტანდარტს, რომელიც არის კანონის უზენაესობა და არა დისკრიმინაციულობა, მაგალითად, თუ დაარღვიე საგზაო მოძრაობის წესები არ დაურეკო ახლობელს და დაემორჩილო კანონს, ეს არავის უნდა. გვავიწყდება, რომ ევროინტეგრაცია ცხოვრების წესია“, - განმარტავს ეკატერინე ქარდავა.

შეხვედრისას, საკუთარი აზრი გამოთქვეს საჯარო მოხელეებმაც. წყალთბილის დეპუტატის, ტიგრან მელქონიანის აზრით, საქართველოში მცხოვრებლების ცხოვრების დონე ევროპულისგან განსხვავდება: „ჩვენ მივდივართ ევროპულ გზაზე, გვინდა ევროპა, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ჯარიმებია ევროპული, პენსია და ხელფასი კი 200 და 1000 ლარია“.

ექსპერტის განმარტებით, ევროკავშირის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ია, მათგან 30 % -ს ახალგაზრდები შეადგენენ. თუმცა ამ მაჩვენებელში არ შედიან თვითდასაქმებული ადამიანები: „გაკვირვებულები არიან, რომ საქართველოში არსებობს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იგი მაცხოვრებლების მდგომარეობაზე არ არისახება“.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საჯარო მოხელეებთან გამართულ შეხვედრას ორგანიზება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამცხე-ჯავახეთის ბიურომ გაუწია. „შეხვედრა „ევროპის დღების“ ფარგლებში გაიმართა.

„ევროპის დღეები“ საქართველოში მეშვიდე წელია ტარდება. მის ფარგლებში, სულ რეგიონების მასშტაბით 80-მდე ღონისძიება გაიმართება.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ღონისძიებების ჩატარდება ხუთ მაისს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

‘ევროპული პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკაა’ - ევროინტეგრაციის შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2019 რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]

21.05.2019 გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს

21.05.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს

21.05.2019 NDI: მოსახლოების 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
კვირის აქცენტი: 'ევროპის დღეები' სამცხე-ჯავახეთში [ვიდეო]
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროკავშირის ელჩს ელოდებიან
ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო