FM97.5 / LIVE

კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2019
ადიგენში, სოფელ არალში ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივებს შეხვდებიან. მათ გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის საკითხზე უნდა მიიღონ.

კომპენსაციების გაცემის საკითხზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არალში ჩავლენ

ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არალის მოსახლეობა კომპენსაციების გაცემის ოდენობაზე უკვე მეხუთე თვეა ვერ თანხმდებიან. ამის გამო, მდინარე ოცხეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა 2019 წლის იანვრიდან შეჩერებულია.

ხიდი არალში ადგილობრივების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე უნდა გავიდეს, თუმცა მესაკუთრეები ამბობენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მათ მიწის სანაცვლოდ მინიმალური თანხა შესთავაზეს.

„თვეებია არავინ შეგვხმიანებია. ყური მოვკარით, რომ სასამართლოში აპირებენ საქმის განხილვას. მაგრამ ჩვენი მოთხოვნა იგივე რჩება, არ შევცვლით ჩვენს პოზიციას, სხვაგან თუ აძლევენ კვადრატულ მეტრში 12 ლარს, არ შეიძლება ჩვენც მოგვცენ? ჩვენ კვადრატულ მეტრში მხოლოდ 3.50 ლარს გვაძლევენ. მე მაგ მიწას საერთოდ ვკარგავ, არადა მამაპაპისეული მიწაა“, - აცხადებს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპენსაციების საკითხთან დაკავშირებით, მათი წარმომადგენლები სოფელ არალში მიმდინარე კვირაში ჩავლენ და ადგილობრივებს დაელაპარაკებიან: „ამ დროისთვის, საქმე ახალ ეტაპზე არ გადასულა და სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ვცდილობთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს“.

ადიგენი–უდე–არლის ხიდის მშენებლობისათვის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა. სამუშაოები მაისში დაიწყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენმა" განახორციელა.
სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.

ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერებულია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

23.05.2019 ‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

23.05.2019 სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს

23.05.2019 სოფელი მთაში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში ხიდის მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
არალის ხიდის მშენებლობა დროებით შეჩერებულია
არალში ხიდის მშენებლობა განახლდა
სოფელ არალში ხიდის მშენებლობა ერთი თვეა შეჩერებულია
სოფელ არალში ხიდი შენდება
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო