FM97.5 / LIVE

საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2019
ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 19 მაისს რიგგარეშე/ შუალედური არჩევნები იმართება ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს

დოკუმენტზე ხელის მოწერით საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები;

იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ;

უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

საერთო ჯამში დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ცესკოს, 12 საოლქო და 410 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა.

19 მაისს არჩევნები გაიმართება აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცესკო აბასთუმანში შუალედური არჩევნებისათვის 11 231 ლარს დახარჯავს.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს
ახალციხის საარჩევნო ადმინისტრაციები ეთიკის კოდექსის ხელმომწერები გახდნენ
აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა