FM97.5 / LIVE

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 09.05.2019
დღეს, 9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]

დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და სხვებმა. ომის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა საზეიმო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ქალაქ ვალესა და სოფლებში: ტყემლანაში, აგარაში, გიორგიწმინდაში, კლდეში, წყრუთში, სხვილისში, წყალთბილაში, აბათხევში, წინუბაში, საძელში, პამაჯში, მუსხსა და მუგარეთში არსებული ობელისკები. ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ის ვეტერანები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებებზე მისვლა ვერ შეძლეს, ოჯახებში მოინახულეს და პრემიერისა და მერიის საჩუქრები პირადად გადასცეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 ვეტერანს მთავრობის მეთაურის მისალოცი ბარათი და ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარი გადაეცა, ასევე გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 300 ლარით დასაჩუქრდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტი


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთში
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების  დღე აღნიშნეს [Photo]
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს