FM97.5 / LIVE

‘День Победы’ და საბჭოთა სიმბოლიკა ნინოწმინდაში ცხრა მაისის ღონისძიებაზე [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.05.2019
დღეს, ცხრა მაისს ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს საბჭოთა სიმღერა День Победы [გამარჯვების დღე] ამღერეს. ღონისძიებაზე ადგილობრივები იყვნენ “უკვდავი პოლკის“ დროშებით და საბჭოთა სიმბოლიკიანი ქუდებით.

‘День Победы’ და საბჭოთა სიმბოლიკა ნინოწმინდაში ცხრა მაისის ღონისძიებაზე [ვიდეო]

ვიდეომასალა ადგილობრვმა "რადიო ნორმა“ გაავრცელა.



ღონისძიებას, სადაც ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა День Победы იმღერეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანიც ესწრებოდა.

მკოიანი აცხადებს, რომ კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია და "ბავშვებს მშვიდობა უნდათ". მისი თქმით, არ იცის სიმღერა ბავშვებმა აარჩიეს თუ არა და ხალხს რაიმეს ვერ აუკრძალავს. მისივე თქმით, ბავშვები არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია. დეპუტატის ინტერვიუს თარგმანი რუსთავი 2-მა გაავრცელა.

„ქალაქის სკოლის მოსწავლეები მღეროდნენ, მაგრამ არ ვიცი რომელი სკოლიდან იყვნენ. ვერ გეტვით ეს დარღვევა იყო თუ არა, ბავშვების მოგონილი სიმღერა ხომ არაა?“, – ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ და ამატებს, რომ მას ნინოწმინდაში გამართულ ღონისძიებაზე საბჭოთა სიმბოლიკიანი მოქალაქეები არ უნახავს.

რადიო „ნორის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნინოწმინდის სკოლის მოსწავლეების გვერდით, რომლებიც День Победы–ის მღეროდნენ, დგას პირი, რომელსაც საბჭოთა სიმბოლიკიანი ქუდი ახურავს.

იურისტის, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, საბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებით რეგულაციები თავისუფლების აქტშია მოცემული: „ვთვლი, რომ თუკი სიმბოლიკა ვინმემ არ უნდა გამოიყენოს, ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო დაწესებულებები, ეს იქნება მთავარი პრობლემა. რაც შეეხება კერძო პირებს, თუ ისინი ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ ამისთვის ადამიანების დასჯა მიმაჩნია ყოვლად დაუშვებლად. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეს სიმბოლოები და ვიცი რაც არის ფაშიზმიც, კომუნიზმიც. ჩვენი კონსტიტუცია იცავს გამოხატვის თავისუფლებას. მთავარია ეს არ იყოს ძალადობრივი და არ ქმნიდეს ძალადობის მყისიერ საფრთხეს“.

მისი თქმით, თუ ბავშვები სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყვანეს, მაშინ პრობლემაა: „მაგრამ თუ ბავშვები მშობლებმა გამოიყვანეს ვერაფერს იტყვი, მთავარია ის, რომ სახელმწიფო ორგანოები იყვნენ დისტანცირებული ამ საბჭოთა პერიოდის ხოტბისგან, ეს არის კანონის მოთხოვნა. თუ სკოლის ადმინისტრაცია გამოიყვანს ბავშვებს ეს განათლების გენინსპექციამ უნდა შეისწავლოს“.

დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ, რვა მაისს გაავრცელა, სადაც უწყება წერდა, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენდა.

დაიწყო თუ არა მოკვლევა ნინოწმინდის ფაქტთან დაკავშირებით შსს–მ ამ ეტაპზე უცნობია. უწყებიდან რედაქცია პასუხს ამ დრომდე ელოდება.

სიმღერა სპეციალურად ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაიწერა და ის საბჭოთა არმიის, ისევე, როგორც რუსული არმიის მარშირებისთვის გამოიყენება. რუსული ვიკიპედიის მიხედვით, აღნიშნული სიმღერა 9 მაისის დღესასწაულების განუყოფელი ატრიბუტია.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, უკვდავთა პოლკის მსვლელობა, ანტიოკუპაციური მოძრაობების ორგანიზებით კი ორი კონტრაქცია გაიმართა.

[sknews.ge]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF
მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 9 მაისი [აუდიო]
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო