FM97.5 / LIVE

დავით უსუფაშვილის კომენტარი ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე

მთავარისაზოგადოება 02.09.2013
"ყველა რელიგიის წარმომადგენელი და სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია" , - პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტას გამოეხმაურა

დავით უსუფაშვილის კომენტარი ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე

დავით უსუფაშვილის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ე.წ.მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო ასეთი მოვლენების დროს. როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს გააზრებული, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის, მრევლისთვის. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა რელიგიური თვალსაზრისით. ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიეორ პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
თავისუფლების ინსტიტუტი: რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის
"ეკლესია და პოლიტიკა" – დისკუსია ახალციხეში
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ