FM97.5 / LIVE

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2019
ფაშიზმზე გამარჯვების 74–ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან მოწყობილ ღონისძიებას, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რვა ვეტერანიდან სამი დაესწრო.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში, ცხრა მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 74–ე წლისთავი ტრადიციული ღონისძიებით, თამარაშვილის ქუჩაზე მემორიალის ყვავილებით შემკობითა და ვეტერანების დასაჩუქრებით აღნიშნეს.



დღევანდელ ღონისძიებას, ახალციხეში მცხოვრები სამი ვეტერანი, 99 წლის საკ მიქაელიანი, 95 წლის ვართან ქუმასიანი და 95 წლის ზურაბ პაპუაშვილი დაესწრო.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
ვართან ქუმასიანი


ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
ზურა პაპუაშვილი


ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
სააკ მიქაელიანი


ღონისძიებაში მონწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები იღებდნენ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს მიულოცეს ადგილობრივი თვითმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა, ასევე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცოხვრებ ცხრა ვეტერანს, მათ შორის გამთენიისას გარდაცვლილ ალექსანდრე პეტრიაშვილს 700 ლარი ჩაურიცხა ახალციხის მერიამ, გარდა ამისა მათ საჩუქრებიც გადასცეს.

საქართველოს მთავრობამ კი ქვეყნის მასშტაბით მცოხვრებ ვეტერანებს 600, გარდაცვლილთა ოჯახებს კი 300 ლარის ოდენობით თანხა გადასვა. ვეტერანებმა პრემიერ –მინისტრის მისალოცი ბარათებიც მიიღეს.

დღეს, სამცხე–ჯავახეთში, 28 ომის ვეტერანია, აქედან ახალციხეში რვა, ბორჯომში ათი, ახალქლაქში ექვსი, ასპინძაში ორი და თითო–თითო ნინოწმინდასა და ადიგენში. მიმდინარე წელს რეგიონში სამი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გარდაიცვალა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან სულ 700 000 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა. სამცხე-ჯავახეთიდან 44 730 ადამიანი გაიწვიეს.

[ლუბა გიორგაძე, ოთარ აწყურელი–ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
9 მაისი ახალციხეში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების  დღე აღნიშნეს [Photo]
როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს