FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 09.05.2019
ახალქალაქის ცენტრში, პრორუსული ორგანიზაციის "საქართველოს უკვდავი პოლკის" წევრებმა, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილების ფოტოებით, ადმინისტრაციული შენობიდან მემორიალამდე მსვლელობა მოაწყვეს.

ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]

დღეს, 9 მაისს დილიდან, ახალქალაქის მერიის წინ პრორუსული ორგანიზაციის „საქართველოს უკვდავი პოლკის“ წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც მერიის, ასევე, „უკვდავი პოლკის“ წევრები გარდაცვლილთა მემორიალისკენ გაემართნენ, თუმცა ორივე მსვლელობის წარმომადგენლები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ.

ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]

ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]

მემორიალთან ყვავილები ჯერ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, შემდეგ კი „უკვდავი პოლკის“ წევრებმა მიიტანეს.

„ჩვენ ცალკე ვართ, ისინი ცალკე არიან, მათ აქვთ უფლება მშვიდობიანი მსვლელობა გამართონ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.
მემორიალი ყვავილებით შეამკო ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმაც: „მე არ ვიცი ისინი ვინ არიან“, – გვითხრა მან „უკვდავინ პოლკის“ წარმომადგენლებზე.

ახალქალაქში „საქართველოს უკვდავი პოლკის აქცია“ მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ფოტოებით, დღეს პირველად გაიმართა. აქციაში დაახლოებით, 15–20 კაცი მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომი, ეს სამამულო ომი იყო, იქ კი მათი წინაპრები დაიღუპნენ: „ქართველები რომ წავიდნენ ისინი იბრძოდნენ იქ ჯერ თავიანთ მიწა–წყლის დასაცავაფ. რა იცოდნენ მაშინ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ასე დემოკრატია იქნებოდა“.

ახალქალაქში „საქართველოს უკვდავთა პოლკის“ კოორდინატორი არმენ ფარვანიანი ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთთან კავშირში არაა: „საქართველოში რეგისტრირებულია, მე პირადად არანაირი კავშირი არ მაქვს „რუსეთის უკვდავთა პოლკთან“. ახალქალაქშიც თქვეს, რომ უნდოდათ სამამულო ომში მათი გარდაცვლილი წინაპრები გაგვეხსენებინა და აქცია გავმართეთ აქაც. მემორიალთან ჯერ მერიის ხალხი მივიდა და მერე ჩვენ“.



„სამამულო ომში გარდაცვლილების გასახსენებლად“ გამოვიდა ახალქალაქში „უკვდავი პოლკის“ წევრი რაზმიკ უმაშიანიც: "ომში იბრძოდნენ ჩვენი მამები, ბაბუები, ნაწილი ვერ დაბრუნდა, მე ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და გავიხსენებთ ყველას ვინც დაიღუპნენ ომში საქართველოდან".



დღეს ცხრა მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74–ე წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან სულ 700.000 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა. სამცხე-ჯავახეთიდან 44 730 ადამიანი გაიწვიეს.

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა
პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF
'ხსოვნის მსვლელობა' – 9 მაისი ნინოწმინდაში [Photo]
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს