FM97.5 / LIVE

‘თეგეტა მოტორსმა’ თიბისის დახმარებით 30 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 09.05.2019
საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.

‘თეგეტა მოტორსმა’ თიბისის დახმარებით 30 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა [R]

ობლიგაციების განთავსება განხორციელდასაჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიცია.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პირველი კომპანია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო BB- რეიტინგის მიღებასაერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან. საქართველოში აღნიშნულ რეიტინგს სულ რამდენიმე კომპანია ფლობს, ხოლო საავტომობილო სფეროსთვის ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა მთელს რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელეთ 30,000,000 ლარის მოცულობით ობლიგაციების ემისია. აღნიშნული პროექტით პირველად გავედით ღია ფინანსურ ბაზარზე, რამაც ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაგვიხსნა შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს „თეგეტა მოტორსი“-ს პირველი ობლიგაციები, ასევე დიდი მადლობა “თიბისი კაპიტალსა” და “ბიელსი”-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის. - აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „თეგეტა მოტორსთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის,“ - აღნიშნა გიორგი თხელიძემ, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 (ათასი) ლარინომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საქართველოში საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. „თეგეტა მოტორსი“, მის შვილობილებთან ერთად, წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, საპოხი მასალებით, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია კორპორაციულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას BB- საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „თეგეტა მოტორსი“ ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

თეგეტა მოტორსმა თიბისის მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა ®
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს[R]
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს [R]
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა [R]
სილქნეტმა 200 მილიონის დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა [R]