FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი: 'სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, „აქვე“ ვრჩები'

მთავარიპოლიტიკა 02.09.2013
“მე სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, არამედ „აქვე“ ვრჩები და მხოლოდ ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციებისა და როლის ოპტიმიზაციას ვაპირებ, რათა, ჯერ ერთი, დავიხარჯო იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი: 'სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, „აქვე“ ვრჩები'
„მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ, რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. მაგრამ საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში, მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია. საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას.

ჩემი პირადი მაგალითით საზოგადოებას მინდა დავანახო, რომ აუცილებელია იყო ადეკვატური გამოწვევებისა და კონკრეტული რეალობის მიმართ. ორი წლის წინ სულ სხვა გამოწვევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და მეც იქ დავდექი, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემეძლო. დღეს სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მეც ამ გამოწვევის შესაბამისად უნდა მოვიქცე“, - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 2 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ღია წერილში პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მისი საჯარო ფუნქციები შეიძლება სამი მიმართულებით განისაზღვროს: 1. სახელისუფლებო (ქვეყნის პრემიერ-მინისტრი); 2. პოლიტიკური (კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი); 3. საზოგადოებრივი (აქტიური მოქალაქე).

„მე ვაპირებ უარი ვთქვა პირველ და მეორე (სახელისუფლებო და პოლიტიკურ) ფუნქციებზე და მთელი გამოთავისუფლებული რესურსი მოვახმარო მესამე (საზოგადოებრივ) ფუნქციას. ამას ვაპირებ იმიტომ, რომ პირველი (სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის) და მეორე (მრავალპარტიული დემოკრატიის) მიმართულებით ჩემი მოკრძალებული როლი უკვე შევასრულე და მჯერა, რომ ჩემი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს ჩემ გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს. აი, მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, მიმართულებით კი საკეთებელი უამრავია, გამკეთებელი ცოტაა და პირადად მე გარკვეული გარემოებების გამო ბევრი შემიძლია გავაკეთო“, - ნათქვამია წერილში.

„ამრიგად, მე სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, არამედ „აქვე“ ვრჩები და მხოლოდ ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციებისა და როლის ოპტიმიზაციას ვაპირებ, რათა, ჯერ ერთი, დავიხარჯო იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას; და მეორე, პოლიტიკურ პარტნიორებსა და თანამოაზრეებს გადავუნაწილო ის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც ქვეყანა კვლავ ერთ კაცზე ჩამოკიდებული დარჩება და ისევ მოჯადოებულ წრეზე გააგრძელებს ტრიალს“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

28.03.2020 მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი: 'მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ'
პრემიერ–მინისტრის ღია წერილი
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს