FM97.5 / LIVE

შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2019
შსს ხვალ, ცხრა მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს", – ნათქვამია შსს–ს დღეს, რვმა მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ ხვალ ცხრა მაისს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მსვლელობას გამართავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ მსვლელობას საქართველოს კიდევ სამ ქალაქში აანონსებს. ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა, რომელიც პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და სანაცვლოდ ქვეყნის “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას ემხრობა. როგორც ის ფეისბუქ პოსტში წერს, მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

მსვლელობის მაუწყებელი ფოტოები, პრორუსული მოძრაობის „საქართველოს უკვდავთა პოლკის“ ფეისბუქ გვერდზე, ოთხ მაისს გამოჩნდა. მოძრაობა ამავე სახელწოდების რუსული ორგანიზაციის ანალოგია, რომელიც ყოველი წლის ცხრა მაისს მოსკოვში მსვლელობას მართავს, საქართველოში კი 2017 წლის ცხრა მაისს გამოჩნდა.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს
სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]
‘День Победы’ და საბჭოთა სიმბოლიკა ნინოწმინდაში ცხრა მაისის ღონისძიებაზე [ვიდეო]
18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
რა ღონისძიებებს გამართავს საპატრიარქო 17 მაისს