FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2019
აბასთუმანში, ახალაშენებულ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად კახა ბერიძე დაინიშნა. იგი აქამდე, თბილისის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერი კახა ბერიძე იქნება
კახა ბერიძე, აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად პირველი მაისიდან დაინიშანა–„ოფიციალურად მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, მე სამედიცინო მიმართულებით ვიქნები მენეჯერი. თვის ბოლოსთვის იგეგმება სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და მუშაობასაც შევუდგებით“.

კახა ბერიძე, 2014–2015 წლებში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში, ბლოკმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

აბასთუმნის ახალაშენებულ ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი, რევაზ ჟღენტი უხელმძღვანელებს.
ამ დროისათვის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ინვენტარის შეტანა უკვე დასრულებულია და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როდის გაიხსნება ცენტრი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობს
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
როდის დაიწყებს აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანზე: 'აქ მიდის სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება'