FM97.5 / LIVE

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2019
ხშირად ეზოში მეგობრებთან თამაშს სახლში ყოფნა ურჩევნია, ერთი ხელნაკეთი ნივთის გაკეთბას შეუძლია საათები დაუთმოს. მათ საკუთარი ფანტაზიით ქმნის. ცხრა წლის ნიკოლოზ ლომიძის ნამუშევრებს სამცხე–ჯავახეთში გამართულ თითქმის ყველა გამოფენაზე შეხვდებით.

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]

ფერადი ფურცებით, ქვებით, თიხით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ყვავილების, ქოთნების, ცხოველების, ფრინველების, მულტფილმის გმირების და სამკაულების გაკეთება მამამ ასწავლა. პირველად ოთხი წლის იყო, როცა ფერადი ფურცლებისგან ყვავილი გააკეთა და დედას აჩუქა. იხსენებს, რომ ფურცლების დაჭრაში მაშინაც მამა დაეხმარა.



„ჩვენს ფანჯარაზე ჩიტები სხდებიან ხოლმე, პურის ნამცეცებს ვაჭმევთ. ნიკოლოზი სულ აკვირდება როგორები არიან, რა ფერები აქვთ, რომ მერე თვითონაც ზუსტად ისეთი გააკეთოს“, – გვიყვება ნიკოლოზის მამა ლევან ლომიძე.

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]

მესამე კლასის მოსწავლეს ყველაზ მეტად მაინც ცხოველების გამოძერწვა უყვარს. ამბობს, რომ მუზები ყველაზე ხშირად სკოლაში მოსდის, იქ დაწყებულ საქმეს კი ხანდახან სახლში ასრულებს: „ნებისმიერ გარემოში შემიძლია რომ ვიმუშაო, მიყვარს როდესაც ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირებს ვაკეთებ. ერთხელ, მაგალითად გარეთ ვიხედებოდი და დავინახე უპატრონო ძაღლი როგორ მიდიოდა, ხო და მეც ავდექი და მსგავსი ძალღლი გამოვძერწე“.

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]მეგობრებს ნიკოლოზის ნამუშევრები ძალიან მოსწონთ, ამიტომ ხშირად მათაც ჩუქნის: „ხანდახან მეკითხებიან ხოლმე როგორ ვაკეთებ და ვასწავლი რა როგორ უნდა გააკეთონ“.

მისი ნამუშევრების გამოფენა სკოლაში არაერთხელ მოეწყო. ბოლო გამოფენაზე კი ნიკოლოზმა 300–მდე ნამუშევარი გაიტანა. თუმცა მის გაკეთებულ ყვავილებს, ქოთნებსა და თოჯინებს რეგიონში თითქმის ყველა გამოფენაზე შეხვდებით. ამბობს, რომ ხშირად მის ნივთებთან ერთად გამოფენებზე დედას და მამას გაკეთებულ ნივთებსაც შეხვდებით. ნიკოლოზის მამა ხელოსანია, დედა მაკა ბიბილაშვილი კი მკერავი.

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი საკუთარ კოლექციას სულ უფრო მეტ ნივთს მატებს: „უკვე იმდენი მაქვს, რომ სახლში ვეღარ ეტევა“, – ამბობს სიცილით.

მესამე კლასის მოსწავლის საყვარელი საგანი, რა თქმა უნდა, ხელოვნებაა. დადის მუსიკაზე და ცეკვაზეც, ასევე უყვარს ფეხბურთი და ამბობს, რომ „ამ მიმართულებით შესაძლოა მომავალში სერიოზულად დაკავდეს“.

ცხრა წლის ხელმარჯვე ოსტატი ასპინძიდან [ვიდეო]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე – ასპინძა]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18.05.2019 ‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

18.05.2019 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

18.05.2019 არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა
‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]
საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში