FM97.5 / LIVE

პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2019
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული, კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 4 აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ", — თქვა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება
'წილხვდომილობის თუ გვწამს, ამას არ უნდა სჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება'
12 მაისს ანდრია მოციქულის ხსენებისა და საქართველოს წილხვდომლობის დღე აღინიშნება
12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
12 მაისის წილხვდომილობის დღედ სწრაფად გამოსაცხადებლად პლენარული სხდომა ჩაინიშნა
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა