FM97.5 / LIVE

სხვილისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

მთავარისიახლე, სამართალი 08.05.2019
ახალციხეში, სოფელ სხვილისთან „ფორდ ტრანზიტს“ და „მერსედესის“ მარკის მანქანების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაშავებულებს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.

სხვილისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

ავტოსაგზაო შემთხვევა სხვილისთან დღეს, რვა მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. შეჯახების შედეგად „ფორდ ტრანზიტი“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

ორივე მანქანა სატვირთოა. „მერსედესში“ მყოფი ოთხი პირიდან სამი დაშავდა, მათ შორის 10 წლამდე მოზარდი, „ფორდ ტრანზიტში“ კი მხოლოდ მძღოლმა მიიღო დაზიანებები.

„ერთი ბავშვია 10 წლამდე, ასევე, დაშავებულია ორი ქალი და ერთი კაცი. გამოკვლევები უტარდებათ“, – აცხადებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
ბორჯომში ავარიის შედეგად მგზავრი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ადიგენში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ახალციხე–ადიგენის გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა