FM97.5 / LIVE

ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'

მთავარისაზოგადოება 02.09.2013
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ადიგენის მუციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი ტექნიკური საკითხი იყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო.

ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
"ამის შესახებ დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. ეს იყო ტექნიკური საკითხი, რომელიც ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო. სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო", - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. იმავე დღეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციამ ჭელაში რამდენიმე ადგილობრივი დააკავა. მომხდარს მუსლიმური თემის წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა. მინარეთის დემონტაჟის დროს 6 დაკავებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 3 დაკავებული კი, რომელთაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ჭელის მინარეთის, საპატრიარქოსა და მუსლიმტა რელიგიური ლიდერების შეთანხმების თანახმად, კანონმდებლობის დარეგლირებამდე, 30 აგვისტოს, ჭელიდან 2 კილომეტრში დაასაწყობეს .

ჭელაში მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობოებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც 'მინარეთის დემონტაჟის კანონიერება ეჭვს იწვევს'. არასამთავრობოები ჭელის საქმის გამოძიებას ითხოვენ.

31 აგვისტოს, ქართველ მუსლიმთა კავშირმა სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას გამოძიების დაწყება, პრემიერ-მინისტრს კი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

პრემიერ-მინისტრი მომხდარს დღეს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა, უკანონობაზე კი ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს.

[Sknews.ge]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]
ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'