FM97.5 / LIVE

ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2019
ქართული ფოლკლორული სიმღერებითა და საგალობლებით ხუთი წლის წინ, მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველ ოჯახს დაუმეგობრდნენ. პირველი ქართული სიმღერა, რომელიც ისწავლეს „სულიკო“ იყო, ახლა კი ასამდე ქართულ სიმღერას მღერიან.

ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]

იოკე ვანდერვაიდს ჰოლანდიაში კულტურის ცენტრი აქვს და აქ მრავალი წელია სიმღერის მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ სიმღერებს ასწავლის. იოკე საქართველოს წელიწადში ორჯერ სტუმრობს და თან ყოველთვის ჯგუფი ჩამოჰყავს. ხშირად მოდიან ახალციხეშიც. აქ ისინი ახალ ფოლკლორულ სიმღერებს და საგალობლებს სწავლობენ.

„ჩემი პირველი შეხება ქართულ სიმღერასთან იყო მაშინ, როცა ჩემი მეგობარი, ახალციხელი კახაბერ ალთუნაშვილი კულტურის ცენტრში მოვიდა ჩვენთან და ვთხოვე, რომ რომელიმე ქართული სიმღერა ესწავლებინა. მასწავლა „სულიკო“, და შემდეგ ჯგუფებსაც ეს ვასწავლე. პირველადაც საქართველოშიც სამცხე–ჯავახეთი მოვინახულე“, – გვიყვება იოკე.

ქართული ფოლკლორი განსაკუთრებით მოსწონთ, თუმცა როგორც იოკე, ასევე მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ქართული სიტყვების წარმოთქმა ძალიან უჭირთ. სიმღერის ტექსტს ლათინური ასოებით იწერენ და მერე წარმოთქმაში ვარჯიშობენ, თუმცა სიმღერის სწავლას ისე არ იწყებენ, თუ მისი შინაარსი არ იციან.

ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]

იოკე ახალციხეში ამჯერად 21 კაციან გუნდათ ერთადაა. აქ მათ ქართულ ხალხურ სიმღერებს ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ წევრები ასწავლიან. ასევე, მათთან ერთად ათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებსაც. ჰოლანდიელები ქართული ფოლკლორითა და სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულები არიან.

„ქართული ხალხური სიმღერები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით რაჭულ მრავალჟამიერს გამოვარჩევდი, ძალინ სასიამოვნოა სამღერად. მართალია საკმაოდ რთული ენა გაქვთ მაგრამ მაინც ვახერხებთ, რომ შევასრულოთ“, – ამბობს ფრენკ ეიდომი, რომელიც 15 წლიდან მღერის, იოკესთან კულტურის ცენტრში კი ორი წელია ირიცხება.

მის თანაგუნდელს არდინ იანსონს განსაკუთრებით ქართული საგალობლები მოსწონს: „ქართული სიმღერა ადამიანს აჯანმრთელებს. „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ როცა ვგალობთ თითქმის ყველა ჯერზე მეტირება, სულ ემოციებით ვმღერით“.



გუნდის ხელმძღვანელს იოკე ვანდერვაიდს გარდა ქართული ფოკლორისა, ასევე უყვარს ბალკანური და აფრიკული სიმღერები. შესაბამისად ამ ქვეყნების რეპერტუარი მის გუნდში დიდია.

გუნდი რეგიონს ხვალ, რვა მაისს, დატოვებს და რამდენიმე დღით კახეთში გაემგზავრებიან.

„საქართველოს სამ–ოთხ დღეში დავტოვებთ, მაგრამ აქ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ და მეტ ქართულ სიმღერას ვისწავლით“, – ამბობს იოკე.

ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანსამბლ 'მესხეთის' წევრები ჰოლანდიაში სოლო კონცერტებს მართავენ [Video]
ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს
მესხური სიმღერები ფოლკლორული ანსამბლების შესახებ გამოცემისთვის შეარჩიეს
ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა  მოაწყვეს
Sk განწყობა: ალილო – ქართული საწესო სიმღერა [Audio]
ახალქალაქს ანსამბლი “გორდელა” ესტუმრა