FM97.5 / LIVE

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 07.05.2019
ახალქალაქის მერიას, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთი თვის წინ დადგმული მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი მოუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დღეს, შვიდ მაისს გამოიტანა.

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო

ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით გასული წლის დეკემბერში დადგეს. ეს კი ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ დადგა და მის დემონტაჟს ითხოვდნენ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი კი ირწმუნებოდა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო და ამკრძალავი საგზაო ნიშანი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე დაამონტაჟდა.

ამ ქუჩაზე ერთ–ერთმა მცხოვრებმა მიხეილ ღრმაჯიანმა, რომელსაც აქ ტოტალიზატორი აქვს, ახალქალაქის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის მარტში შეიტანა და საგზაო ნიშნის დემონტაჟი მოითხოვა. სასამართლომ მას სარჩელი დაუკმაყოფილა და მერიას ამკრძალავი საგზაო ნიშნის დმეონტაჟი დაავალა.

„ნიშანს მოხსნიან, ასევე ნაწილობრივ დაგვიბრუნებენ საადვოკატო მომსახურების თანხასაც, რაც ჩვენ გავწიეთ. ეს ცოტა გაუგებარია ჩვენთვის. საგზაო ნიშნის უკანონოდ დადგმის საკითხის გარკვევა სასამართლოს ძალით მოგვიწია, მე რატომ უნდა დამეხარჯა მერიის ტყუილების გამო ფული?! ამიტომ შესაძლოა ეს ნაწილი გავასაჩივროთ“, – ამბობენ ღრმაჯიანები.

გაასაჩივრებს თუ არა ახალქალაქის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

„გადაწყვეტილება რომ ჩაგვბარდება შემდეგ ვიმსჯელებთ, უნდა წავიკითხოთ რა წერია გადაწყვეტილებაში რის საფუძველზე მოითხოვეს დემონტაჟი, თუ დავრწმუნდებით, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, აღარ გავასაჩივრებთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას  სააპელაციოშიც უჩივის
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა