FM97.5 / LIVE

ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს

მთავარისაზოგადოება 02.09.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტში დირექტორების გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით 16-მა დირექტორობის მსურველმა გადალახა.

ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 38 სკოლიდან, გამოცდაზე 4-ის გარდა ყველა დირექტორი გავიდა, თუმცა, ამათგან გამოცდა მხოლოდ რვამ ჩააბარა.

ამ რიცხვში ვერ მოხვდნენ არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 14 არაქართულენოვანი სკოლიდან გამოცდაზე ყველა მათგანი გავიდა, თუმცა, 60%-იანი ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახა.

„თოთხმეტივე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გამოცდა რთული იყო. მათ ტესტირება ქართულ ენაზე ჰქონდათ, რის გამოც მაღალი ქულების აღება გაუჭირდათ“,- ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალოების შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

გარდა მოქმედი დირექტორებისა სერთიფიცირებაში მონაწილოება ნებისმიერ უმაღლეს განათლების მქონე პირს შეეძლო.

„ჯამში 16-მდე დირეტორმა ჩააბარა გამოცდა. მათში არიან ის პირები, რომლებიც არ არიან დირექტორები, მათ უბრალოდ სურვილი აქვთ, რომ ჩააბარონ გამოცდები“,-ამბობს დიანა ინასარიძე.

მათ ვინც ბარიერი ვერ გადალახა, გასაჩივრება ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ. რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ის დირექტორები, რომლებმაც სერთიფიცირება ვერ გაიარეს, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას. ჯერ მოვალოების შემსრულებლად დარჩებიან ის დირექტორებიც, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

„გამოცდის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად დირექტორები ისევ მოვალოების შემსრულებლად დარჩებიან, სანამ გასაუბრებას არ გაივლიან. მეორე ეტაპის გავლის შემთხვევაში უკვე სერთიფიცირებული დირექტორები იქნებიან“,- ამბობს დიანა ინასარიძე.

სერთიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.

„სერთიფიცირებულ დირექტორს უფლება აქვს ნებისმიერი სკოლა აირჩიოს, სადაც მას სურს დირექტორობა. ის თავის კანდიდატურას იმავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს თუ სამეურვეო საბჭომ ვერ აირჩია დირექტორი მაშინ მას დირექტორად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიშნავს“,-ამბობს ინასარიძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან