FM97.5 / LIVE

სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.05.2019
სუს–მა „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის" წარმომადგენლებს, რომლებიც 9 მაისს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მსვლელობის მოწყობას გეგმავენ, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების თაობაზე გაფრთხილება გაუგზავნა.

სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა

როგორც სუს–ში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, "ყველა ორგანიზაციას გაეგზავნა შესაბამისი წერილი გაფრთხილებით, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები".

9 მაისს, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი" მსვლელობას საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, გორში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში გამართავს. თვითმმართველობებში მსვლელობის გამართვის შესახებ აღნიშნულმა ორგანიზაციამ წერილები უკვე შეიტანა.

მსვლელობები "უკვდავთ პოლკის" სახელით იმართება. "უკვდავთა პოლკი" კი პროსაბჭოური ხედვებით გამოირჩევა. ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი.

საქართველოში ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძეა. ის ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელია, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი.

უკვდავთა პოლკის მსვლელობა პირველად 2012 წლის 9 მაისს რუსეთის ქალაქ ტომსკში მოეწყო. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, მსვლელობის მონაწილეები ფოტოებითა და ბანერებით მიდიან და "სამამულო ომის დროს" დაღუპულებს მიაგებენ პატივს. აღნიშნული ორგანიზაცია ფაშიზმზე გამარჯვებასა და მეორე მსოფლიო ომს "სამამულო ომად" მოიხსენიებს.

2017 წლიდან უკვდავი პოლკის მსვლელობის მოსაწყობად საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მსვლელობებს აწყობს. წელს უკვდავთა პოლკის მსვლელობა უკვე გაიმართა ვაშინგტონში, ბრატისლავაში, ბუენოს-აირესში, სტოკჰოლმში, ანკარასა და სხვა ქალაქებში. თბილისში უკვდავთა პოლკის პირველი მსვლელობა ორი წლის წინ ვაკის პარკში მოეწყო. მსვლელობა გაიმართა 2018 წელსაც.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF
ახალციხეში ალილოს მსვლელობა მოეწყო
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება