FM97.5 / LIVE

პლასტიკის პარკები აიკრძალა, თუმცა მაღაზიებში ჯერ ისევ იყენებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.05.2019
რეგულაცია, რომელიც პლასტიკის პარკების აკრძალვას გულისხმობს თვეზე მეტია ამოქმედდა, მაგრამ ახალციხეში მაღაზიების ნაწილში მათ ისევ იყენებენ. კონტროლი თვითმმართველობას ევალება, თუმცა ამ დრომდე უწყებას არცერთი ობიექტი არ შეუმოწმებია.

პლასტიკის პარკები აიკრძალა, თუმცა მაღაზიებში ჯერ ისევ იყენებენ

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება და რეალიზაცია აიკრძალა. 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალვა ნებისმიერი ტიპისა და სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას, იმპორტსა და გამოყენებას შეეხო.

სუპერმარკეტ „OK–ის“ მესაკუთრე სერგეი ბაბოიანი ამბობს, რომ მაღაზიაში ბიოდეგრადირებად პარკებს, ხვალიდან, შვიდი მაისიდან შეიტანს: „პრობლემა იყო ამ პარკების ყიდვა, ალბათ მთელმა საქართველომ ერთდროულად შეუკვეთა და საწარმო დამზადებას ვეღარ ასწრებდა“.

ბაბოიანი მყიდველებს აქამდე პლასტიკის პარკებს უფასოდ აძლევდა, ახლა კი ფიქრობს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების გაყიდვა მოუწევს: „ადრე პარკი ხუთი–ექვსი თეთრი მიჯდებოდა და ვჩუქნიდი, ახალა რაც მიჯდება პარკის ჩამოტანა იგივე ფასში უნდა გავყიდო. დაახლოებით 23-25 თეთრი ეღირება“.

პლასტიკის პარკები ქაღალდისა და კომპოსტირებადი პარკებით უკვე ჩაანაცვლა აფთიაქვმა „ჰიგეამ“: „ახალციხეში არ იყიდება ასეთი პარკები, თბილისიდან ჩამოგვაქვს და ამიტომ ძვირი გვიჯდება“, – ამბობს „ჰიგეას“ მესაკუთრე ბექა მაღლაკელიძე.

ახალციხეში არსებულ მაღაზიათა ქსელებში, როგორიცაა „სმარტი“, „ნიკორა“ და „მაგნიტი“ უკვე პლასტიკის პარკები უკვე სრულად ამოიღეს, ხოლო მცირე ზომის მაღაზიებში პროდუქტს ამ დრომდე პლასტიკის პარკებით ყიდიან.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, დარღვევაზე კონტროლს გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს, პარკების იმპორტის საკითხს ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტრო უწევს, მაღაზიებში რეალიზაციას კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აკონტროლებენ.

კანონით შესაძლოა დაჯარიმდეს მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო მეწარმე სუბიექტი 500 ლარითა და შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

„თვითმმართველობამ თავად უნდა გადაწყვიტოს თუ რა ძალებით და როგორი შესაძლებლობებით განახორციელებს ეფექტურ კონტროლს მაღაზიებში. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი ობიექტების დაჯარიმება არ არის“, – გვითხრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

ახალციხის მერიას ობიექტების შემოწმება ამ დრომდე არ დაუწყია. „ჰიგეაში“, „OK-ში“ და სხვა სუპერმარკეტების ქსელში ამბობენ, რომ მათთან კონტროლის მიზნით ჯერ არავინ შესულა.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ პარკების რეალიზაციაზე კონტროლს ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს: „ამ დროისთვის პლასტიკის პარკების გამოყენებისთვის არავინ დაგვიჯარიმებია. პირველ ეტაპზე ობიექტების წარმომადგენლებს მხოლოდ გავაფრთხილებთ“.

რეგულაციები არ ეხება, იმ მოქალაქეებს, რომლებიც პლასტიკის პარკებს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ, თუმცა მათ ასეთი პარკები ხმარებიდან ისე უნდა ამოიღონ, რომ ისინი ბუნებაში არ მოხვდეს.

„ვალდებულება ეკისრება მწარმოებელს და იმპორტიორს, რომ პარკზე გარკვევით მიუთითოს თუ რა ტიპისაა ის – ბიოდეგრადირებადი, კომპოსტირებადი თუ პლასტიკის. ვეზუალურად ისინი ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ გარკვევით უნდა იყოს დატანილი ზედ მწარმოებელი, პარკის სისქე და მისი შემადგენლობა“, - გვეუბნება მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.

პლასტმასის პარკის დაშლასა და გახრწნას ბუნებაში 300 წელი სჭირდება, თუმცა დამაბინძურებელი მიკროლემენტები ბუნებაში ამის შემდეგაც რჩება, ეს კი საფრთხეს უქმნის ბუნებასაც და ადამიანის ჯანმრთელობასაც.

კომპოსტირებადი და ბიოდეგრადირებადი პარკი კი მცენარიული ნივთიერებისგან მზადდება, ისინი სამ–ექვს თვეში იშლებიან და ორ წელში მთლიანად იხრწნებიან.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პირველი აპრილიდან ყველა ტიპის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება
დღეიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია იკრძალება
რამდენი ლარით დაჯარიმდება კომპანია, რომელიც 1–ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკებს აწარმოებს
საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს