FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის

მთავარისიახლე, სამართალი 06.05.2019
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელმა თამაზ პეტაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
ფოტო: არქივი. პეტაშვილის საქმის განხილვა ახალციხის სასამართლოში


პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაბათილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც იგი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისთვის დამნაშავედ ცნეს და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

იგივე იყო ბრალდებულის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოშიც. თუმცა, მეორე ინსტანციამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რვა აპრილს ძალაში დატოვა.

ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო პეტაშვილის სარჩელს განხილვაში.

საქმე 2013 წლის პროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც ოთარ თათეშვილის კომპანია შპს „არალმა“ , რომლის ქვეკონტრაქტორი შპს „მესხეთ ავტოგზა“ იყო, ახალციხეში რვა ქუჩა მოაასფალტა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაშინ თათეშვილმა 130 000 ლარი მიითვისა, უხარისხოდ შესრეულებული სამუშაოებისთვის კი 140 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მიეცა, მათ შორის შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი. პეტაშვილის გარდა ბრალი ყველამ აღიარა და მათთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. პეტაშვილის საქმეზე კი სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით,იქ სადაც სამუშაოებს შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულდებდა ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი. ამიტომ პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით დაედო, რაც ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას, ან გამოყენებას გულისხმობს.

ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 დეკემბერს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა „მესხეთი ავტოგზის“ ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში დამნაშავედ სცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციომ რვა ქუჩის საქმეზე თამაზ პეტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეს სააპელაციოში პროკურატურაც ასაჩივრებს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს