FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.05.2019
ექვს მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, ექვს მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, აღნიშნავს.

[sknews.ge]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18.05.2019 ‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი

18.05.2019 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [ფოტო]

18.05.2019 არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო  გიორგობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს