FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბაღების გაერთიანების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.05.2019
ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზარა ბარბარიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერი ამბობს, რომ ბარბარიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა.

ახალქალაქში ბაღების გაერთიანების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

გათავისუფლების შესახებ ბრძანებას იური უნანიანმა ხელი გუშინ, ორ მაისს მოაწერა: „ეს გათავისუფლება დისციპლინურ საკითხებს ეხება. მანამდე საყვედურიც გამოვუცადეთ, მაგრამ ამის მერეც ვერ ასრულებდა ის იმ მოვალეობებს რაც ეკისრებოდა და გავათავისუფლეთ“.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა გადაცდომები ჰქონდა ბარბარიანს, მერი არ გვპასუხობს. თუმცა, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბარში ჰყვებიან: „ბაღების მენეჯერები უფროსთან დაკავშირებით მერიასა და საკრებულოში ხშირად ჩიოდნენ, ეს საკითხი კი ძირითადად ბაღებში კვებას ეხებოდა. ამბობდნენ წესიერი პროდუქტით არ მარაგდება ბაღებიო“.

ზარა ბარბარიანი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობს: „მაგაზე კომენტარს არ ვაკეთბ“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.

რამდენად ხარისხიანი პროდუქტი შედიოდა ახალქალაქის საბავშვო ბაღებში, ან დაინტერესდა თუ არა გამოძიება ამ საკითხებით, „სამხრეთის კირიბჭე“ შესაბამის უწყებებში ამ წუთებში არკვევს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

23.05.2019 ‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

23.05.2019 სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს

23.05.2019 სოფელი მთაში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
რისი შეეშინდა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს?
წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
‘საგანგაშო არაფერი იყო’ – ახალციხის ბაღებში გაზის გაყვანილობები შეამოწმეს
ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს