FM97.5 / LIVE

განათლების კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.05.2019
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 18 იყო. მის მისაღებად 68 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

განათლების კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ამის შესახებ on.ge წერს.

ინიციატივის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები, ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან.

დეპუტატები კანონპროექტის მიღების საჭიროებას ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის აუცილებლობით ხსნიან.

დეპუტატები წერენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას.

კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია ,"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების
გაცნობიერებაში ხელის შეწყობა".

კანონპროექტის მიხედვით, ქანთარიასა და მარგველაშვილს სურთ, რომ ეს ჩანაწერი ასე შეიცვალოს: "მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება".

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომიტეტმა განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა 'ლიბერალურის' ამოღებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტს მხარი არ დაუჭირა
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა