FM97.5 / LIVE

‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.05.2019
ახალციხეში, სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ბუნკერები არ დგას. აქ ნაგავმზიდი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვირაში ერთხელ მიდის. მანამდე კი ნარჩენებს ტომრებითა და პარკებით ავტოფარეხებში, სარდაფებში, ან ეზოებში ინახავენ.

‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ

სამსონიძის ქუჩაზე მცხოვრები ლაურა ვარიგიანი ამბობს, რომ მათ დასახლებაში ნაგავმზიდი ყოველ ორშაბათს მიდის: „კარგი იქნება თუ ურნას დაგვიდგამენ. ბევრჯერ ვუთხარით მერიის წარმომადგენლებს, მაგრამ გვეუბნებიან, როცა ასფალტს დააგებენ, ურნებსაც მერე დადგამენო".

ორშაბათიდან ორშაბათამდე სამსონიძის ქუჩაზე ადგილობრივები ნარჩენებს ტომრებში აგროვებენ: „ყოველ ორშაბათს პატიოსნად მოდის ნაგვის მანქანა. მაგრამ მანამდე გარაჟში ვმალავთ ხოლმე ნაგავს. გარეთ ხომარ დავდებთ, უხერხულია, თან ძაღლები და კატები ამოქექავენ“.

გარდა სამსონიძის ქუჩისა, ახალციხეში კიდევ ოთხი ქუჩა ისეთი, სადაც ნარჩენების გასატანად ნაგავმზიდს ელოდებიან. თუმცა, როგორც „კეთილმოწყობის“ სამსახურში ამბობენ, ამ დასახლებებში ნაგვის მანქანა კვირაში რამდენჯერმე მიდის.

„არ არსებობს, რომ მანქანა ერთი კვირის შუალედით მიდიოდეს მოსახლეობასთან, მითუმეტეს ქალაქში, ეს ორჯერ და მეტჯერაც ხდება. არ ვიცი ზუსტად უნდა გავარკვიო მანდ [სამსონიძის ქუჩაზე] თუ ეგრეა“,– გვითხრა შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორმა კობა კურტანიძემ.

მისი თქმით, თუ ადგილობრივები ოფიციალურად მოითხოვენ ქუჩაზე ურნის დადგმას, მაშინ დაუდგამენ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სამსონიძის ქუჩაზე ასფალტი არაა, ამის გამო კი ის ნაგავმზიდი, რომელმაც ბუნკერიდან ნაგავსაყრალმდე ნარჩენები უნდა გაიტანოს, შესაძლოა დაზიანდეს: „იცი რა, ჩვენი ახალი მანქანები „მერსედესის“ ფირმისაა და რამე რომ დაუშავდეთ გარანტიას მოგვიხსნიან, ამიტომ პირველ რიგში გზა უნდა მოწესრიგდეს“.

მერიაში ამბობენ, რომ ასფალტს დააგებენ, ოღონდ მას შემდეგ რაც აქ „წყალმომარაგების კომპანია“ საკანალისაციო ქსელს გააკეთებს: „ახლა რომ დავაგოთ, მერე აყრიან და აზრი არ აქვს“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი გვითრეს რომ მათ უკვე ყველა დოკუმენტი შეაგროვეს, და სამსონიძის ქუჩაზე კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

‘ნაგავს ტომრებით ავტოფარეხში ვინახავთ’– სამსონიძის ქუჩაზე ბუნკერების დადგმას ითხოვენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
ახალციხეში 4 ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა
ახალციხეში ორ ისეთ ქუჩას მოაასფალტებენ, სადაც ჯერ კანალიზაციის ქსელი არ გაუკეთებიათ
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა