FM97.5 / LIVE

'კვირაში 72 საათს გვამუშავებენ' - რა პირობებში უწევთ ახალციხელ ახალგაზრდებს მუშაობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი 02.05.2019
ახალციხეში დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილი ამბობს, რომ კვირაში შრომის კოდექსით გაწერილ 40 საათზე მეტის მუშაობა უწევთ,თუმცა ზეგანაკვეთურ შრომას არავინ უნაზღაურებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სახელმწიფო დასაქმებულთა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

'კვირაში 72 საათს გვამუშავებენ' - რა პირობებში უწევთ  ახალციხელ ახალგაზრდებს მუშაობა

რობიზონ ზარიძე რესტორან „საღიღინოს“ თანამშრომელია. ამბობს, რომ არასათანადო პირობების გამო რამდენიმე სამსახურის გამოცვლა მოუწია, ახალი სამსახურით კი კმაყოფილია.

„აქ სხვა ობიექტებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი პირობებია. თუმცა სამუშაო პირობების გაპროტესტება რომ დამჭირდეს, ამას ვერ შევძლებ, ბევრი უმუშევარია და ყოველთვის მარტივად შეუძლიათ ჩემი შემცვლელის პოვნა“.

რობიზონი გვიყვება, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ახალციხეში ძირითადად მაღაზიებში, კვების ობიექტებსა და სასტუმროებში მუშაობენ. სრული განაკვეთის ანაზღაურება კი საშუალოდ300 ლარია.

„თუ ვინმეს მეტი შემოსავალი აქვს, მარტო იმის ხარჯზე, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში მუშაობენ. რესტორან „ემიგრანტში“დღეში 30 ლარად 20 საათის განმავლობაში ამუშავებენ. პრობლემაა ისიც, დამსაქმებლები ხშირად თანამშრომლებს ხელშეკრულებას არ უფორმებენ, რადგან თუ იქ გაწერილი იქნება კონსულტანტის საქმე, მერე ვეღარ ეტყვის ოთახი გამომიგავეო, დღეს კი ბევრგან ასე ხდება“.

როგორც რესტორან „ემიგრანტის“ მენეჯერი, ქრისტინა მანველიშვილი განმარტავს, მიმტანები დღეში 14 საათს მუშაობენ: „დღიურად 20 ლარს ვუხდი და ამასთან ერთად ნავაჭრის ორ პროცენტს ვყოფ ყველა მიმტანზე. უკმაყოფილო აქ ხელფასზე არავინ არის“.

22 წლის მიშო დარბაიძე რამდენიმე თვეა რაც მარკეტ „ოქეის“ კონსულტანტია. სამუშაო პირობებით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ ისიც შრომის კოდექსის დარღვევით, კვირაში 40 საათზე მეტს ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლად მუშაობს: „სამ დღეში ერთხელ 24 საათს ვმუშაობ, ანაზღაურება კი 250 ლარია. ამბობენ ბონუსებიც ირიცხებაო, თუმცა ეს როგორ ხდება ჯერ არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ახალი მისული ვარ. აქ მუშაობით კმაყოფილი ვარ, თუმცა სწავლის და მუშაობის შეთავსება ძალიან რთულია“, - გვიყვება სტუდენტი.

მაღაზია „ოქეის“ მეპატრონე მსგავს სამუშაო განრიგს უარყოფს: „კონსულტანტები სამ დღეში ერთხელ 12 საათს მუშაობენ, ადამიანი ფიზიკურად ვერ იმუშავებს 24 საათი“.

სტუდენტი ზურა თურქაძე ამბობს, რომ შრომის კოდექსის დარღვევით მუშაობა მასაც მოუწია: „სამი წელი ახალციხეში ერთ-ერთი რესტორნის მზარეული ვიყავი, კვირაში ვმუშაობდი 72 საათი 450 ლარის საანაცვლოდ. შვებულება კი აღდგომის და ახალი წლის პერიოდში მქონდა. მე კი წამოვედი, მაგრამ ამ ახლაც იმ რესტორანში მზარეული მუშაობს მსგავს პირობებში. ვერ გააპროტესტებს, შვილები ჰყავს სარჩენი და შეგუება უწევს“.

საქართველოს შრომის კოდექსის მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა კი არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 40 საათზე მეტი სამუშაო კი დამსაქმებელმა უნდა აანაზღაუროს, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი კოტე ერისთავი განმარტავს, რომ ზეგანაკვეთურის ანაზღაურება არ ხდება, რადგან სახელმწიფო დასაქმებულთა უფლებების დაცვას და შრომის კოდექსის აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს შრომის ინსპექცია მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე ვრცელდება და არ ვრცელდება შრომით უფლებებზე. არადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის, რომ შრომის ინსპექცია შრომით უფლებებზეც ვრცელდებოდეს. დღეს დამსაქმებლის მხრიდან არ არის შიში, რომ შეიძლება შემოწმდეს, ამიტომ მათთვის ფინანსურად მომგებიან, დასაქმებულთა უფლებების დარღვევით მოქმედებენ. ჩვენ წლებია მოვითხოვთ, რომ შრომის კოდექსის აღსრულება უზრუნველყოს სახელმწიფომ, თუმცა მათ ამის პოლიტიკური ნება არ აქვთ“.

გუშინ, პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით აქციები გაიმართა ქვეყნის დედაქალაქში, სადაც პროფკავშირებმა უფლებადამცველებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთან პრემიერ მამუკა ბახტაძეს "სოციალური კონტრაქტი" მიუტანეს. რომლითაც შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება, უმუშევრობის შემწეობის დაწესებასა და ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოითხოვეს.

შრომის უფლებების დაცვისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, პირველ მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

საქართველოში საპირველმაისო დემონსტრაცია პირველად 1901 წელს გაიმართა, სადაც რევოლუციონერმა მუშამ, არაქელა ოქუაშვილმა მშრომელთა სოლიდარობის ნიშნად თბილისის თავზე წითელი დროშა აღმართა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი
გუბერნატორების ადმინისტრაციაზე გამოყოფილი თანხის 70% ხელფასზე იხარჯება
'საქართველოს რკინიგზის' 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ ®

ახალციხელები ”შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ
პარლამენტმა ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა